"პარი სენ-ჟერმენი" ნანტში ჩადის. "იადონებს" მიყოლებით 3 მარცხი აქვთ და ძალიან ცუდ ფორმაში არიან, პარიზელებმა, წესით, მოგება უნდა შეძლონ. ლორან ბლანმა აღარ იცის, ვინ როდის ათამაშოს, ისეთი ფართო არჩევანი აქვს. პასტორე-იბაჰიმოვიჩი-კავანის ძველი სამეული ფორმაშია, რასაც ანხელ დი მარია დაემატა, რომელიც ნელ-ნელა იქოქება.
"ბორდოს" 7 შეხვედრაში ერთადერთი მოგება
ამ წუთას, პარიზელებთან ყველაზე ახლოს "სენტ ეტიენია", რომელიც მართლაც აღარ ხუმრობს, "მწვანეებმა" 5-თამაშიანი გამარჯვებების სერია გამოაცხვეს და ამჯერად, "ნიცას" წაქცევას შეეცდებიან. თუმცა ნიცელები მშვენიერ ხასიათზე არიან, მათ წინა ტურში "ბორდო" გაანადგურეს (6:1), ატემ ბენ არფა ათამაშდა და საერთოდ, კლოდ პუელის გუნდი მოძლიერებულია.
"მონპელიე", "გაზელეკ აიაჩო" და "ტრუა" კი კვლავ მოუგებლად რჩებიან და ნავსის ამ ტურში გატეხვის იმედი აქვთ, მაგრამ ეს ძალიან ძნელი იქნება, განსაკუთრებით "ტრუასთვის", რადგან ეს კლუბი მშვენიერ ფორმაში მყოფ "რენს" სტუმრობს.
ბრეტანულ გუნდთან აქვთ მატჩი მონპელიელებსაც - "ლორიანთან", ვისაც ზედიზედ 3 მოგება აქვს. "გაზელეკ აიაჩო" კი "კაენს" ეწვევა, რომელიც ძალიან არაპროგნოზირებადი გუნდია. კიდევ ერთი კორსიკული გუნდი "ბასტია" მიყოლებით 4 მარცხის მერე "ტულუზას" შეებმება, რომელსაც მიჯრით 3 ფრე აქვს ნათამაშები.
"მარსელი" სტუმრად ვერა, მაგრამ შინ შთამბეჭდავია და მიჩელი შეეცდება, "ანჟერს" თავისი ადგილი მიუჩინოს, თორემ ლიგა 1-ის ახალწვეულს 7 ტურის მერე, ოდენ 1 წაგება აქვს.
VII ტური
24 სექტემბერი
მონპელიე-მონაკო 2:3
გოლები: 1:0 კონგრე (26), 2:0 კარილიო (45 ს. კ.), 2:1 ფ. კოენტრაო (56) 2:2 ლემარი (65), 2:3 ფაბინიო (94-პენ)
VIII ტური
25 სექტემბერი
რეიმსი-ლილი 22:30
26 სექტემბერი
ნანტი-პსჟ 19:30
ბორდო-ლიონი 22:00
ბასტია-ტულუზი 22:00
კაენი-გაზ. აიაჩო 22:00
რენი-ტრუა 22:00
27 სექტემბერი
მარსელი-ანჟერი 16:00
გენგამი-მონაკო 19:00
მონპელიე-ლორიანი 19:00
სტ. ეტიენი-ნიცა 23:00
ბომბარდირი: 5 - ედინსონ კავანი (პსჟ); 4 - ნაბილ ფეკირი (ლიონი), ატემ ბენ არფა (ნიცა), მარტინ ბრეიტვეიტი (ტულუზა), ვალერი ჟერმენი (ნიცა), ჯოვანი სიო (რენი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"