ლიგა 1. IX ტური: მოგებული კლასიკი და რეკორდსმენი იბრა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზლატან იბრაჰიმოვიჩი "პარი სენ-ჟერმენის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. იბრაკადაბრამ ორი პენალტი გაიტანა და ასე უპასუხა მიში ბატშუაის მორიგ გოლს, რითაც "პარი სენ-ჟერმენს" კიდევ ერთხელ მოაგებინა "მარსელთან" კლასიკი. ზლატანს პსჟ-ის მაისურით 110 გოლი დაუგროვდა და ერთით გადაასწრო იქამდელ რეკორდსმენს, პორტუგალიელ პედრო პაულისტას.

მარსელელები ცუდად არ გამოიყურებოდნენ და მიჩელმა მსაჯობაზეც წაიწუწუნა, მაგრამ პარიზელებმა მაინც იძალეს და პირველ ადგილზე პოზიციები გაიმყარეს.
საინტერესოა, რომ მეორე-მესამე საფეხურებზე "ანჟერსა" და "კაენს" ვხედავთ.

კაენელებმა "სენტ ეტიენს" აჯობეს, რომელმაც ისევ აურია. შეხვედრის ერთადერთი გოლი ანდი დელორმა გაიტანა.
23 წლის შემტევმა ამ სეზონში თავისი გოლით უკვე მეორედ 1:0 მოაგებინა "კაენს", თანაც გასვლაზე "მარსელთან" და ახლა "მწვანეებთან". ამავე ანგარიშით იმარჯვა "ანჟერმა" "ბასტიასთან" შეხვედრაში და ამ მატჩზე იმის თქმაც კმარა, რომ ანჟერელთა გოლი ვილაიფონ კეტკეოფომფონიმ გაიტანა...

ზედიზედ მეოთხე ფრე და "რენი" მეოთხე ადგილზე გადავიდა. ბრეტანელებმა ამჯერად "ლუი მეორედან" წამოიღეს ქულა, რაც ურიგო შედეგი არ არის. "მონაკოს" კი აშკარად სერიოზული პრობლემები აქვს. ლეონარდო ჟარდიმის გუნდი უფერულად თამაშობს და კრიზისზეც დაიწყეს საუბარი.

ერთჯერადი აქცია ყოფილა წინა ტურში "ლიონის" დამარცხება, რადგან "ბორდომ" ისევ წააგო და ამჯერად ეს "ლორიანთან" უხვგოლიან და წითელბარათებიან მატჩში მოახერხა. კვლავაც მოუგებლები რჩებიან "გაზელეკ აიაჩო" და "ტრუა". არანაკლებ უსუსურად აგრძელებს თამაშს "მონპელიე", რომელიც ასევე ვერ გამოაცოცხლა გასულ ტურში მოგებამ.

წვიმის კაცი ყოფილა ვალერი ჟერმენი, რომელმაც თავსხმაში დუბლი შეასრულა. "ნიცა" ისევ მხიარულ მატჩს გვთავაზობს "ნანტთან". "იადონები" კარგად ჭიდაობდნენ და პირველი ტაიმის მერე 2:2 გახლდათ, მაგრამ წვიმა ისე გაძლიერდა, თამაშის გაგრძელება შეუძლებელი გახდა. შესაბამისად, არბიტრმა მატჩი შეწყვიტა და გადადო.

უშნოდ დაეჩვია პენალტების გაცუდებას ალექსანდრ ლაკაზეტი, რომელმაც ამჯერად "ჟერლანზე" "რეიმსთან" "იყოჩაღა", მაგრამ მერე მაინც გაიტანა და უბერ ფურნიეს ყოფილ გუნდთან მოაგებინა. ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი ამჯერად არ მიუღია.

IX ტური
ლილი-მონპელიე 2:0
გოლები: 1:0 ბუფალი (43-პენ.), 2:0 სიდიბე (64)

ლიონი-რეიმსი 1:0
გოლი: 1:0 ლაკაზეტი (44)
ლიონი (4-3-1-2): ანტონი ლოპეში - ჟალე, ბიშევაცი (7. ფერი), უმტიტი, მორელი - გონალონი, ტოლისო, სერხი დარდერი (66. მალბრანკი) - ვალბუენა (80. გეზალი) - ბოვიუ, ლაკაზეტი

ანჟერი-ბასტია 1:0
გოლი: 1:0 კეტკეოფომფონე (41)

ტრუა-გენგამი 0:1
გოლი: 0:1 სანხარე (81)
გაძევება: აიასე (85. ტრუა)

გაზ. აიაჩო-ტულუზი 2:2
გოლები: 0:1 ბრეტვეიტი (21), 1:1 მაიალი (25), 2:1 პუჟოლი (44), 2:2 სილა (49-ს. კ.)

ნიცა-ნანტი 2:2-ზე შეწყდა
გოლები: 0:1 ილოკი (8), 1:1 ჟერმენი (21), 2:1 ჟერმენი (37), 2:2 ტომასონი (40)

მონაკო-რენი 1:1
გოლები: 0:1 დუკურე (41), 1:1 უოლასი (51)
მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი - ფაბინიო, უოლასი, რაჯი, კოენტრაო - ტულალანი, ა. ტრაორე (71. მოუტინიო) - დირარი, ლემარი, ბერნარდო სილვა (46. კარილიო) - ელ შაარავი (67. ბოშილია)

ლორიანი-ბორდო 3:2
გოლები: 0:1 როლანი (38), 1:1 მუკანჯო (47), 2:1 უარისი (64-პენ.), 3:1 ზ. ტურე (79), 3:2 ოუნასი (89)
გაძევება: გასამა (82. ლორიანი), პოკო (82. ბორდო)

კაენი-სტ. ეტიენი 1:0
გოლი: 1:0 დელორი (62)

პსჟ-მარსელი 2:1
გოლები: 0:1 ბატშუაი (30), 1:1 იბრაჰიმოვიჩი (41-პენ.), 2:1 იბრაჰიმოვიჩი (44-პენ.)
პსჟ (4-3-3): ტრაპი - ორიე (87. მარკინიოსი), ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, მაქსველი - ვერატი, ტიაგო მოტა, მატუიდი - დი მარია (86. ლავეცი), კავანი, იბრაჰიმოვიჩი (71. პასტორე)

ბომბარდირები: 6 - ატემ ბენ არფა (ნიცა), ედინსონ კავანი (პსჟ), მიში ბატშუაი (მარსელი), ვალერი ჟერმენი (ნიცა); 5 - მარტინ ბრეიტვეიტი (ტულუზი)

მომდევნო ტური
16 ოქტომბერი:
მონაკო-ლიონი.

17 ოქტომბერი:
ბასტია-პსჟ, სტ. ეტიენი-გაზ. აიაჩო, გენგამი-ლილი, ნანტი-ტრუა, რეიმსი-კაენი, ტულუზი-ანჟერი.

18 ოქტომბერი:
მარსელი-ლორიანი, ბორდო-მონპელიე, რენი-ნიცა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული