ზლატან იბრაჰიმოვიჩის დუბლმა "ბასტიას" კარში "პარი სენ-ჟერმენს" კორსიკაზე გამარჯვება მოუტანა - 2:0. პსჟ-მ უკვე 26 ქულა დააგროვა და დამაჯერებლად ლიდერობს.
"ანჟერი" და "კაენი" მეორე და მესამე პოზიციებს ინარჩუნებენ. "კაენმა" ჯაბა კანკავას "რეიმსს" სტუმრად 1:0 მოუგეს. ქართველი ნახევარმცველი დისკვალიფიცირებული იყო.
ბასტია-პსჟ 0:2
გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (72), 0:2 იბრაჰიმოვიჩი (83)
სენტ ეტიენი-გაზ. აიაჩო 2:0
გოლები: 1:0 ბერიჩი (20), 2:0 მონე-პაკე (70)
გენგამი-ლილი 1:1
გოლები: 0:1 ბუფალი (30), 1:1 ბრიანი (33)
გაძევება: სუნზუ
ნანტი-ტრუა 3:0
გოლები: 1:0 რონჟიე (41), 2:0 საბალი (50), 3:0 ბამუ (62)
რეიმსი-კაენი 0:1
გოლი: 0:1 ფერე (74)
ტულუზი-ანჟერი 1:2
გოლები: 1:0 ტრეხო (24), 1:1 ნ'დოი (27), 1:2 კამარა (33)
1. პსჟ - 26 ქულა; 2. ანჟერი - 21; 3. კაენი - 21;4. სენტ ეტიენი - 19; 5. რენი - 16.