ლიგა 1. X ტური: იბრამ ტრადიცია არ დაარღვია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზლატან იბრაჰიმოვიჩს "ბასტიას" კარში გოლების გატანა და ეფექტურად თამაში უყვარს. ეს ტრადიცია მან ისევ გააგრძელა და კორსიკაზე "პარი სენ-ჟერმენს" მშვიდად მოაგებინა. პარიზელებმა მადრიდის "რეალისთვის" ძალები შემოინახეს. ლორან ბლანის გუნდი ჩემპიონატში კვლავაც დაუმარცხებელია.

უცნაურია, მაგრამ დედაქალაქელთა მთავარი მდევრები ისევ "ანჟერი" და "კაენი" არიან. ორივე მათგანმა კვლავაც იმარჯვა, თანაც სტუმრად. ანჟერელები გასაჭირში მყოფ "ტულუზთან" აგებდნენ, გოლი 24-ე წუთზე გაუშვეს, მაგრამ 33-ეზე უკვე 1:2 იყო და მატჩი ასევე დასრულდა.

"კაენმა" კი "რეიმსთან" იძალა ვეტერანი ჟულიენ ვერეს კინკილა გოლით, მან ყოფილ გუნდს გაუტანა. ჯაბა
კანკავა დისკვალიფიცირებული იყო. "კაენი" კი 10 ტურის მერე ერთადერთი გუნდია, რომელსაც ფრე არ აქვს.

გამარჯვების გზას დაუბრუნდა "სენტ ეტიენი", რომელმაც ადვილად მოუგო წყალწაღებულ "გაზელეკ აიაჩოს". მოუგებლად დარჩა "ტრუა" და მასთან ერთად გასაჭირშია "მონპელიეც", რომელიც უგოლოდ გაეყარა საგარეო შეხვედრაში "ბორდოს".

ჟირონდელები მძიმედ თამაშს აგრძელებენ - მე-10 შეხვედრაში მე-5 ფრე. ზუსტად ასევეა ფრეებისკენ მიდრეკილი "მონაკო", რომელიც თავის "ლუი მეორეზე" "ლიონს" კი უგებდა, მაგრამ მერე 10 კაცით დარჩა და ლიონელებმა ბოლოსკენ გაათანაბრეს. ეს ბრაზილიელმა რაფაელმა გააკეთა.

მიში ბატშუაის მორიგმა გოლმა "მარსელს" ვერ უშველა, ვერც საშინაო პუბლიკამ. "ლორიანმა" "ველოდრომიდან" ქულა ბილე მუკანჯოს გოლით წაიღო.

ლიგა 1. X ტური
16 ოქტომბერი
მონაკო-ლიონი 1:1
გოლები: 1:0 პაშალიჩი (39), 1:1 რაფაელი (84)
გაძევება: უოლასი (66)
მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი - ფაბინიო, უოლასი, ტულალანი, ელდერსონი - მოუტინიო, პაშალიჩი - ბერნარდო სილვა, ლემარი, ივან კავალეირო (88. ელ შაარავი) - ლ. ტრაორე (82. კარილიო)
ლიონი (4-3-3): ანტონი ლოპეში - ჟალე, იანგა-მბივა (77. კორნიე), უმტიტი, რაფაელი - გონალონი, ტოლისო, დარდერი (46. ფერი) - ვალბუენა, ბოვიუ (46. გეზალი), ლაკაზეტი

17 ოქტომბერი
ბასტია-პსჟ 0:2
გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (72), 0:2 იბრაჰიმოვიჩი (83)
პსჟ (4-3-3): სირიგუ - ორიე, ტიაგო სილვა, მარკინიოსი, მაქსველი (86. კურზავა) - პასტორე, სტამბული (61. ტიაგო მოტა), რაბიო - ლუკასი (73. ლავესი), კავანი, იბრაჰიმოვიჩი

სტ. ეტიენი-გაზ. აიაჩო 2:0
გოლები: 1:0 ბერიჩი (20), 2:0 მონე-პაკე (70)

გენგამი-ლილი 1:1
გოლები: 0:1 ბუფალი (30), 1:1 ბრიანი (33)
გაძევება: სუნზუ (89. ლილი)

ნანტი-ტრუა 3:0
გოლები: 1:0 რონჟიე (41), 2:0 საბალი (50), 3:0 ბამუ (62)

რეიმსი-კაენი 0:1
გოლი: 0:1 ფერე (74)

ტულუზი-ანჟერი 1:2
გოლები: 1:0 ტრეხო (24), 1:1 ნ’დოი (27), 1:2 აბდულ კამარა (33)

18 ოქტომბერი
მარსელი-ლორიანი 1:1
გოლები: 1:0 ბატშუაი (21-პენ.), 1:1 მუკანჯო (37)

ბორდო-მონპელიე 0:0

რენი-ნიცა 1:4

ბომბარდირები: 7 - მიში ბატშუაი (მარსელი); 6 - ატემ ბენ არფა (ნიცა), ედინსონ კავანი (პსჟ), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 5 - მარტინ ბრეიტვეიტი (ტულუზი), ბილე მუკანჯო (ლორიანი)

მომდევნო ტური
23 ოქტომბერი:
კაენი-ნანტი, ლიონი-ტულუზი

24 ოქტომბერი:
ლორიანი-რენი, ანჟერი-გენგამი, გაზ. აიაჩო-ნიცა, მონპელიე-ბასტია

25 ოქტომბერი:
რეიმსი-მონაკო, ბორდო-ტრუა, ლილი-მარსელი, პსჟ-სტ. ეტიენი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული