3:1 მოიგო "ნიცასთან" "გაზ აიაჩომ" და ბოლო ადგილს თავი დააღწია. აღსანიშნავია, რომ მასპინძელმა როდერიკ ფილიპიმ გოლი ორივე კარში გაიტანა.
"ანჟერმა" 10 კაცით ვერ იმარჯვა და მხოლოდ ქულა აიღო "გენგამთან" შეხვედრაში, თუმცა მეორე ადგილზე აინაცვლა.
25 ოქტომბერს ჯაბა კანკავას "რეიმსი" "მონაკოს" მასპინძლობს. მთავარი დაპირისპირება კი "სენტ ეტიენსა" და "პარი სენ-ჟერმენს" შორის გაიმართება.
ლორიანი-რენი 1:1
გოლები: 1:0 გერეირო (25), 1:1 გროსიცკი (68)
გაძევება: კონე (67. ლორიანი), სიო (84. რენი)
ანჟერი-გენგამი 0:0
გაძევება:
გაზ აიაჩო-ნიცა 3:1
გოლები: 1:0 პუჟოლი (1), 1:1 ფილიპი (12 ს. კ.), 2:1 ფილიპი (32), 3:1 ჯოკოვიჩი (43),
გაძევება: ლე მუანი (88. გაზ აიაჩო)
მონპელიე-ბასტია 2:0
გოლები: 1:0 ბუდებუზი (63), 2:0 ნინგა (88)
1. პსჟ - 26 ქულა; 2. ანჟერი - 22; 3. კაენი - 21; 4. ლიონი - 19; 5. სტ. ეტიენი - 19.