ლიგა 1. XI ტური: "სენტ ეტიენი" პსჟ-სთან ვერ მოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის დედაქალაქში დიდი იმედებით ჩასული "სენტ ეტიენი" "პარი სენ-ჟერმენს" ლუკმად არ ეყო.

მართალია, ტაიმი ლორან ბლანის ბიჭებმა მოკრძალებულად მოიგეს და ლეივინ კურზავას ერთი ბურთით შემოიფარგლნენ, რომელიც მას მარკო ვერატიმ გაატანინა, მაგრამ მეორე ნახევრის დასაწყისში ყველაფერი თავის ადგილას დადგა: ჯერ ედინსონ კავანიმ შეაგდო ზლატან იბრაჰიმოვიჩის აქტიურობის მერე, შემდეგ კი პირიქით, იბრამ გაიტანა ურუგვაელის დახმარებით.

კრისტოფ გალტიეს ვერც პსჟ-ში გამობრძმედილი ჟან-კრისტოფ ბაებეკის შემოშვებამ უშველა და ვერც ვერატის ავტოგოლმა. თან იტალიელმა მერე ლუკასსაც გაატანინა.

გაჩერდნენ პსჟ-ის უახლოესი და მოულოდნელი მდევრები. "კაენი" შინ დამარცხდა
"ნანტთან" და ისევ ერთადერთ გუნდად რჩება, რომელსაც ფრე არ აქვს. ხოლო "ანჟერმა" ვერ მოიგო, მაგრამ არც წააგო "გენგამთან".

სამაგიეროდ, ამოიწია "ლიონმა". უბერ ფურნიეს "ტულუზის" დამარცხება არ გასჭირვებია. მატიე ვალბუენა გოლს პლუს პასით გამოირჩა, ხოლო კლაუდიო ბოვიუ - ორი საგოლე გადაცემით.

ბრეტანულ დერბიში "ლორიანმა" და "რენმა" თითო გოლი და თითო წითელი ბარათი გაცვალეს და ისე გაეყარნენ ერთმანეთს.

როგორც იქნა, იმარჯვა "გაზელეკ აიაჩომ" და ახლა მოუგებელი მარტო "ტრუაა". ვინ წარმოიდგენდა, თუ "ნიცა" ზედიზედ 4 გამარჯვებისა და ამ შეხვედრებში 17 გოლის გატანის მერე აუტსაიდერთან დამარცხდებოდა. მთავარი კაცი მცველი როდერიკ ფილიპი გახლდათ, ვინც საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი, მაგრამ მერე გაიქცა და ნიცელების კარიც აიღო, საბოლოოდ კი - 3:1.

პაუზების შემდგომ ეღირსათ მოგება "მონაკოს", "მარსელს", "მონპელიესა" და "ბორდოსაც". მონეგასკებმა ჯაბა კანკავას გარეშე მოთამაშე "რეიმსს" მოუგეს ბერნარდო სილვას ეული გოლით. რეიმსელებმა შეხვედრა კაცნაკლულებმა ჩაამთავრეს და ზოგადად, ტურში 5 წითელი ბარათი დაგროვდა.

ჟირონდელებმა ნორჩი ადამ ოუნასის კინკილა ბურთით ძლივს მოუგეს "ტრუას". 18 წლის ოუნასს 100 წუთში 2 გოლი აქვს გატანილი, რაც ბრწყინვალე დასაწყისია. "მონპელიე" მეორე ტაიმში მოერია "ბასტიას", ხოლო "მარსელმა" ლილში მიაღწია ტრიუმფს და ისევ გაიტანა მიში ბატშუაიმ.

XI ტური
კაენი-ნანტი 0:2
გოლები: 0:1 ბამუ (23), 0:2 ტომასონი (61)

ლიონი-ტულუზი 3:0
გოლები: 1:0 დარდერი (18), 2:0 ვალბუენა (69), კორნიე (90+4)
ლიონი (4-3-1-2): ანტონი ლოპეში - ჟალე, გონალონი, უმტიტი, მორელი - ტოლისო, ფერი (89. კორნიე), დარდერი (80. მალბრანკი) - ვალბუენა (84. გეზალი), ლაკაზეტი, ბოვიუ

ლორიანი-რენი 1:1
გოლები: 1:0 გერეირო (25), 1:1 გროსიცკი (68)
გაძევება: კონე (67. ლორიანი), სიო (84. რენი)

ანჟერი-გენგამი 0:0
გაძევება: ს. სისოკო (81. ანჟერი)

გაზ. აიაჩო-ნიცა 3:1
გოლები: 1:0 პუჟოლი (1), 1:1 ფილიპი (11-ს.კ-ში), 2:1 ფილიპი (32), 3:1 ჯოკოვიჩი (43)
გაძევება: ლე მუანი (88. გაზ. აიაჩო)

მონპელიე-ბასტია 2:0
გოლები: 1:0 ბუდებუზი (63), 2:0 ნინგა (88)

რეიმსი-მონაკო 0:1
გოლი: 0:1 ბერნარდო სილვა (11)
მონაკო (4-3-3): სუბაშიჩი - ფაბინიო, რაჯი, რ. კარვალიო, ელდერსონი - პაშალიჩი, ტულალანი, მოუტინიო - დირარი (88. კავალეირო), ბერნარდო სილვა, კარილიო (77. ლ. ტრაორე)
გაძევება: დევო (69. რეიმსი)

ბორდო-ტრუა 1:0
გოლი: 1:0 ოუნასი (78)

ლილი-მარსელი 1:2
გოლები: 0:1 ბატშუაი (37), 0:2 ალესანდრინი (56), 1:2 კორშია (71)

პსჟ-სტ. ეტიენი 4:1
გოლები: 1:0 კურზავა (23), 2:0 კავანი (48), 3:0 იბრაჰიმოვიჩი (67), 3:1 ვერატი (73-ს.კ-ში), 4:1 ლუკასი (87)
პსჟ (4-3-3): ტრაპი - ვან დერ ვილი, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, კურზავა - ვერატი, ტიაგო მოტა, რაბიო (70. მატუიდი) - დი მარია, კავანი (86. ლავესი), იბრაჰიმოვიჩი (70. ლუკასი)

ბომბარდირები: 8 - მიში ბატშუაი (მარსელი); 7 - ატემ ბენ არფა (ნიცა), ედინსონ კავანი (პსჟ), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 5 - მარტინ ბრეიტვეიტი (ტულუზი), ბილე მუკანჯო (ლორიანი)

მომდევნო ტური
30 ოქტომბერი:
რენი-პსჟ

31 ოქტომბერი:
სტ. ეტიენი-რეიმსი, გენგამი-ლორიანი, ტრუა-ლიონი, გაზ. აიაჩო-ბორდო, ბასტია-კაენი, ტულუზი-მონპელიე

1 ნოემბერი:
ნიცა-ლილი, მონაკო-ანჟერი, ნანტი-მარსელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული