ქარიმ ბენზემამ აღიარა, რომ ვალბუენას შანტაჟში მონაწილეობდა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა ქარიმ ბენზემამ ჩვენება მისცა, სადაც აღიარა, რომ "ლიონის" ნახევარმცველის, მატიო ვალბუენას შანტაჟში მონაწილეობდა. ამის შესახებ AFP იუწყება.

ფეხბურთელი საფრანგეთის პოლიციამ გუშინ დააკავა. მისი სახელი ფიგურირებდა გამომძალველთა საუბარში, რომლებიც ვალბუენასგან ფულს ინტიმური ვიდეოს გამოუქვეყნებლობისთვის ითხოვდნენ.

ბენზემა სასამართლოს წინაშე დღეს, 5 ნოემბერს წარდგა და დანაშაული აღიარა.

აღსანიშნავია, რომ "შანტაჟი და დანაშაულებრივ შეთქმულებაში მონაწილეობა" თავისუფლების აღკვეთას, მინიმუმ, ხუთი წლით ითვალისწინებს.

ქარიმ ბენზემას პრობლემები კი ამით არ მთავრდება - ახლახან უწყება მას მადრიდის სასამართლოსგან მიუვიდა, ავტომობილის
მართვის მოწმობის გარეშე მართვის საქმეზე... თუ ფეხბურთელი "ვალბუენას საქმიდან" სუფთად გამოძვრა, წესით, 23 ნოემბერს ესპანურ სასამართლოს უნდა აუხსნას, რატომ იჯდა 29 ოქტომბერს საჭესთან საჭირო დოკუმენტაციის გარეშე.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ცუდი ტიპი ყოფილა , შანტაჟი იგივე ....
reke
16:54 05-11-2015
0

სიახლეები პოპულარული