"სტად დე-ფრანსზე", სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი ოლანდი და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საფრანბგეთი-გერმანიის მატჩს ესწრებოდნენ, ტერორისტთა შეტევა რამდენჯერმე განხორციელდა. არენის შესასვლელთან ერთ-ერთ აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა.
შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით 2:0 დასრულდა, გულშემატკივრებს კი უსაფრთხოების მიზნით, სტადიონიდან კარგა ხანს არ უშვებდნენ.
რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, გოლები ოლივიე ჟირუმ (45) და ანდრე პიერ-ჟინიაკმა (86) გაიტანეს.
გერმანიის ეროვნული ნაკრების თავკაცის იოაჰიმ ლიოვის განცხადებით, მისი ფეხბურთელები შოკში იყვნენ იმ აფეთქებების გამო, რომელიც "სტად დე ფრანსთან" ახლოს მოხდა.
"ჩვენ ყველანი შოკში ვართ. შეხვედრა მეორე პლანზე გადავიდა. მომხდარზე გასახდელში გვითხრეს. მოედანზე ყოფნაც საშიში იყო. თამაშამდე უკვე იყო ინფორმაცია ტერაქტის საშიშროების შესახებ იმ სასტუმროში, სადაც ჩვენი გუნდი ცხოვრობდა", - აცხადებს გერმანელი სპეციალისტი.