მადრიდის "ატლეტიკოს" ფრანგი ფეხბურთელის ანტუან გრიზმანის განცხადებით, მისი და "ბატაკლანის" თეატრში იმყოფებოდა ტერაქტის დროს.
"არ შემიძლია მსხვერპლზე არ ვიფიქრო. ღმერთი ჩემს დაზე ზრუნავს. მადლობა უფალს, რომ მან "ბატაკლანის" დარბაზის დატოვება დროულად მოახერხა. ვლოცულობ გარდაცვლილთა და მათი ოჯახებისთვის", - დაწერა ფრანგმა საკუთარ ტვიტერზე.