ლიგა 1. XIV ტური: "ლიონი" ნიცაში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზის შემდეგ საფრანგეთის ლიგა 1-ის XIV ტური ერთი მატჩით გაიხსნა. 20 ნოემბერს "ნიცამ" "ლიონს" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

თამაშის დაწყებამდე "ალიანც რივერაზე" ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა პატივი მიაგეს საფრანგეთში ტერაქტების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას. ანგარიში მე-20 წუთზე ვალერ ჟერმენმა გახსნა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი მაპუ იანგა-მბივამ (49) ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. საბოლოო ანგარიში 71-ე წუთზე ვენსან კოზიელომ დააფიქსირა.

ამ გამარჯვების წყალობით "ნიცამ" 24 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე აღზევდა. "ლიონი" 25 ქულით მეორე ადგილზეა.

ლიგა
1-ის ტურის დანარჩენი შეხვედრები დღეს და ხვალ გაიმართება. დღეს სტუმრად "მონპელიესთან" ითამაშებს ჯაბა კანკავას გუნდი "რეიმსი". ფრანგული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იქნება.

საფრანგეთი. ლიგა 1. XIV ტური
შაბათი. 21 ნოემბერი
ლორიანი-პსჟ 20:00
მონაკო-ნანტი 23:00
გენგამი-ტულუზი 23:00
ტრუა-ლილი 23:00
მონპელიე-რეიმსი 23:00
ბასტია-გაზ. აიაჩო 23:00

კვირა. 22 ნოემბერი
კაენი-ანჟერი 17:00
რენი-ბორდო 20:00
სტ. ეტიენი-მარსელი 00:00.

ასევე იხილეთ:
ლიგა 1. XIV ტურის წინ: ტერორმა ლიგა ვერ გააჩერა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული