ლილის საჩემპიონო შანსები: 5 + და 5 -

AutoSharing Option

ფრანგული პირველობის მომდევნო ტურში რაც უნდა მოხდეს, ლიდერი მაინც არ შეიცვლება - "ლილი" უშუალო კონკურენტებს 4 ქულით უსწრებს, თანაც, არა გვგონია, ერთპიროვნულმა ლიდერმა ქულები ერთ-ერთ აუტსაიდერ "ლანსთან" გაანიავოს. ეს მატჩი კი ამაღამ გაიმართება. ბოლოს, როცა ეს ჩრდილოფრანგული გუნდი ქვეყნის ჩემპიონი გახდა, "ლილის" ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელის, ედენ ჰაზარდის ბებიას ჯერ არ გადაეწყვიტა გათხოვება. შეძლებს კი რუდი გარსიას ხმაურიანი გუნდი 57 წლის წინანდელი მიღწევის გამეორებას?

სეზონის ნახევარზე მეტი გაილია და "ძაღლებს" არც დაღლა ეტყობათ და არც ფორმის დაკარგვა. ლიგა 1-ის ექსპერტი მატიო

სპირო სწორედ ამ თემამ ჩააფიქრა, რამდენად რეალურია "ლილის" საჩემპიონო ამბიციები. ექსპერტმა 5 პუნქტი ჩამოწერა კლუბის სასარგებლოდ და 5 მის საწინააღმდეგოდ. მაშ ასე, სპიროს აზრით "ლილი" ჩემპიონი გახდება, რადგან: 1. აქვს შემტევი სტილი და დიდი პოტენციალი - დღევანდელ "ლილს" ფრანგულ "ბარსელონასაც" კი უწოდებენ. მათ ჰყავთ ტანდაბალი, მოძრავი ნახევარმცველები (იოჰან კაბაიე, რიო მავუბა, ფლორან ბალმონი), ნიჭიერი ბიჭები ფლანგებზე (ჟერვინიო, ედენ ჰაზარდი) და ძლიერი ფორვარდი წინ (მუსა სოუ). გუნდის თამაში მოკლე პასებზე და პოზიციების ცვლაზეა აგებული. სიტყვაზე, ედენ ჰაზარდმა შეიძლება თამაში მარცხენა ნახევარმცველად დაიწყოს და ცენტრფორვარდად დაასრულოს. გუნდს გოლების გატანა არ უჭირს და მისი თამაში საამო სანახავია, როცა "ლილი" ფორმაშია. 2. ედენ ჰაზარდის კლასი - როცა გუნდი ტიტულს იგებს, მას ქვეყანაში საუკეთესო ფეხბურთელი ჰყავს, "ბორდოს" გამარჯვება იოან გურკუფის კარგმა თამაშმა განაპირობა, შარშან "მარსელის" ჩემპიონობის სულისჩამდგმელი ლუჩო გონსალესი იყო, ეჭვსგარეშეა, რომ წლევანდელი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი 20 წლის ბელგიელია. 3. კარის დალაშქვრის მრავალი ვარიანტი - "ლილის" ფეხბურთელები ხშირად მიმართავენ ვარიაციებს. მაგალითად, კაბაიე სახიფათოა, როცა მას გასაქანს აძლევ, შეუძლია უკან დაიხიოს და ანდრეა პირლოს მგსავსი პლეიმეიქერობა ითავოს. თუკი მაინც არაფერი გამოდის, გარსია ტანმაღალ ტულიო დე მელოს იძახებს სათადარიგოთა სკამიდან. 4. დიდი რეზერვი - შარშან "ლილმა" ლამის 11 კაცით გაიარა სეზონი და რა თქმა უნდა, ბოლოს დაიღალა. ახლა სხვანაირად არის საქმე, რეზერვში არიან ბერია, როზენალი, ობრანიაკი, დე მელო, ფრო... ფეხბურთელები, რომელთაც გუნდის გაძლიერება ნებისმიერ დროს შეუძლიათ. 5. გარსიას ტაქტიკური განსწავლულობა.

მოკლედ სპიროს უარყოფით 5 არგუმენტსაც ჩამოვწერთ: 1. ბევრი გასამართი მატჩი - "ლილი" ჩემპიონატის გარდა თასზე და ევროპის ლიგაზე თამაშობს. 2. მეტისმეტი დამოკიდებულება ჟერვინიოსა და ჰაზარდის თამაშზე. 3. რამის ფოკუსი - ადილ რამი უკვე "ვალენსიას" წევრია, ახლა ის "ლილში" მხოლოდ იჯარით თამაშობს, რამაც შეიძლება მას კონცენტრაცია დაუკარგოს ბოლო ტურებში. არადა რამი დაცვის ბურჯია. 4. რთული კალენდარი და 5. ტიტულის მოგებების გამოუცდელობა - მხოლოდ ორი ფეხბურთელია გუნდში (ლანდრო და ფრო) ვისაც ფრანგული ტიტული მოუპოვებია.


საფრანგეთი. ლიგა 1. XXI ტურის წინ

დღეს
არლი-პსჟ 22:00
კაენი-ოსერი 22:00
ლორიანი-ბრესტი 22:00
სოშო-რენი 22:00
სენტ ეტიენი-ტულუზი 22:00
ვალანსიენი-ლიონი 22:00
ლილი-ლანსი 00:00

ხვალ
ბორდო-ნიცა 20:00
ნანსი-მონპელიე 20:00
მონაკო-მარსელი 00:00

თ მ ფ წ ბ ქ
1. ლილი 20 10 8 2 38-21 38
2. პსჟ 20 9 7 4 32-22 34
3. რენი 20 9 7 4 22-12 34
4. ლიონი 20 9 7 4 29-21 34
5. მარსელი 20 8 8 4 29-18 32
6. ტულუზი 20 9 3 8 22-20 30
7. მონპელიე 20 8 6 6 17-20 30
8. სტ. ეტიენი 20 7 8 5 27-22 29
9. ბრესტი 20 7 7 6 21-18 28
10. ბორდო 20 6 9 5 25-23 27
11. სოშო 20 7 4 9 30-25 25
12. ლორიანი 20 7 4 9 22-27 25
13. ნანსი 20 7 4 9 21-30 25
14. ოსერი 20 4 12 4 26-23 24
15. ნიცა 20 5 8 7 14-20 23
16. ვალანსიენი 20 5 7 8 22-23 22
17. ლანსი 20 5 7 8 21-33 22
18. კაენი 20 5 6 9 20-29 21
19. მონაკო 20 3 11 6 20-21 20
20. არლი 20 1 5 14 10-40 8

ბომბარდირები: - 15 - სოუ (ლილი); 13 - ნენე (პსჟ); 11 - ელ-არაბი (კაენი); 10 - ჟერვინიო (ლილი).


ჰოლანდია. ერედივიზიე. XXI ტურის წინ

ნიიმეგენი-ჰერაკლესი 1:1
დღეს
ვიტესი-როდა 21:45
ალკმაარი-ვენლო 22:45
დე გრააფსხაპი-უტრეხტი 22:45
პსვ-ვილემი 23:45

ხვალ
ექსელსიორი-დენ ჰააგი 15:30
ბრედა-აიაქსი 17:30
ჰეერენვენი-გრონინგენი 17:30
ტვენტე-ფეიენოორდი 17:30

თ მ ფ წ ბ ქ
1. პსვ 20 13 5 2 56-19 44
2. ტვენტე 20 13 4 3 42-22 43
3. აიაქსი 20 11 5 4 39-20 38
4. გრონინგენი 20 11 4 5 38-26 37
5. როდა 20 9 8 3 35-24 35
6. ალკმაარი 20 9 7 4 27-20 34
7. უტრეხტი 20 10 2 8 35-27 32
8. დენ ჰააგი 20 9 5 6 34-31 32
9. ჰეერენვენი 20 8 6 6 41-29 30
10. ბრედა 20 9 4 7 31-30 30
11. ნიიმეგენი 20 6 7 7 35-37 25
12. დე გრააფსხაპი 20 6 6 8 22-37 24
13. ჰერაკლესი 20 5 5 10 30-39 20
14. ფეიენოორდი 20 5 5 10 23-36 20
15. ვიტესი 20 4 6 10 21-34 18
16. ექსელსიორი 20 4 4 12 22-39 16
17. ვენლო 20 3 1 16 18-45 10
18. ვენლო 20 1 4 15 17-51 7

ბომბარდირები: 16 - ვლემინქსი (ნიიმეგენი); 14 - იანკო (ტვენტე); 11 - ვან ვოლფსვინკელი (უტრეხტი), ტოივონენი (პსვ), ელ ჰამდაუი (აიაქსი), ბულიკინი (დენ ჰააგი), მატავჟი (გრონინგენი); 10 - ჯუჯაკი (პსვ).


ბელგია. ჟუპილერ ლიგა. XXIV ტურის წინ

ვარეგემი-გენკი 0:1
დღეს
ბრიუგე-ჟერმინალი 23:00
კორტრიიკი-სერკლ ბრიუგე 23:00
ლიერსი-შარლერუა 23:00
ლოკერენი-ვეპენი 23:00
სტანდარდი-ვესტერლო 23:00

ხვალ
მეხელენი-ანდერლეხტი 21:00
სტ. ტრუიდენი-გენტი 23:30

თ მ ფ წ ბ ქ
1. ანდერლეხტი 23 16 5 2 50-14 53
2. გენკი 22 14 5 3 56-23 47
3. გენტი 22 13 3 6 43-33 42
4. ბრიუგე 23 12 3 8 49-30 39
5. ლოკერენი 21 9 8 4 31-26 35
6. სერკლი 21 10 5 6 30-25 35
7. სტანდარდი 22 10 3 9 38-29 33
8. მეხელენი 20 9 6 5 28-21 33
9. კორტრიიკი 22 9 4 9 26-25 31
10. ვარეგემი 22 6 10 6 32-29 28
11. ვესტერლო 22 7 7 8 29-30 28
12. სტ. ტრუიდენი 21 6 2 13 14-43 20
13. ჟერმინალი 21 4 7 10 15-28 19
14. ვეპენი 22 4 4 14 23-42 16
15. ლიერსი 22 2 7 13 17-48 13
16. შარლერუა 22 1 5 16 12-47 8

ბომბარდირები: 16 - ვოსენი (გენკი); 14 - ვარგასი (ბრიუგე); 12 - პერიშიჩი (ბრიუგე); 10 ოგუნჯიმი (გენკი), ლუკაკუ (ანდერლეხტი).


თურქეთი. სუპერლიგა. XIX ტურის წინ

დღეს
კარაბიუკი-კაისერისპორი 15:30
სივასი-ანთალია 16:00
ბუკა-კასიმფაშა 19:00
ბურსა-გალათასარაი 21:00

ხვალ
ანკარაგიუჯუ-მანიშა 16:00
ბუიუქშეჰირი-ბეშიქთაში 17:00
გაზიანთეპი-გენჩლერბირლიგი 19:00
ფენერბაჰჩე-ტრაბზონი 21:00

ზეგ
ესკიშეჰირი-კონია 22:00

თ მ ფ წ ბ ქ
1. ტრაბზონი 18 13 4 1 41-11 43
2. ბურსა 18 11 5 2 32-12 38
3. ფენერბაჰჩე 18 11 3 4 41-21 36
4. კაისერი 18 10 5 3 25-14 35
5. ბეშიქთაში 18 9 4 5 30-19 31
6. გაზიანთეპი 18 7 6 5 16-15 27
7. გალათასარაი 18 8 2 8 20-21 26
8. ესკიშეჰირი 18 6 7 5 18-17 25
9. მანიშა 18 8 1 9 26-27 25
10. კარაბიუკი 18 7 3 8 30-31 24
11. ბუიუქშეჰირი 18 7 2 9 22-21 23
12. ანთალია 18 6 5 7 19-23 23
13. ანკარაგიუჯუ 18 5 7 6 25-30 22
14. გენჩლერი 18 4 5 9 16-29 17
15. კონია 18 3 6 9 17-27 15
16. სივასი 18 3 6 9 17-33 15
17. ბუკა 18 2 6 10 10-28 12
18. კასიმფაშა 18 1 5 12 14-40 8

ბომბარდირები: 12 - ემენიკე (კარაბიუკი), ალექსი (ფენერბაჰჩე); 9 - სიმპსონი (მანიშა), ილმაზი (ტრაბზონი), ნიანგი (ფენერბაჰჩე).


საბერძნეთი. სუპერლიგა. XX ტურის წინ

დღეს
ირაკლისი-კერკირა 19:15
პანათინაიკოსი-ერგოტელისი 21:30
ქსანთი-აეკ 21:30

ხვალ
ატრომიტოსი-ასტერასი 17:00
პანიონიოსი-კავალა 17:00
ლარისა-პანსერაიკოსი 19:15
ვოლოსი-ოლიმპიაკოსი 19:15
არისი-პაოკ 21:30

თ მ ფ წ ბ ქ
1. ოლიმპიაკოსი 19 16 0 3 38-9 48
2. პანათინაიკოსი 19 12 5 2 31-14 41
3. პაოკ 19 10 3 6 23-18 33
4. აეკ 19 9 3 7 29-21 30
5. კავალა 19 7 6 6 21-18 27
6. ვოლოსი 19 5 10 4 20-18 25
7. ატრომიტოსი 19 6 7 6 22-21 25
8. ერგოტელისი 19 7 4 8 17-22 25
9. ქსანთი 19 6 6 7 18-21 24
10. არისი 19 7 3 9 11-16 24
11. კერკირა 19 6 5 8 17-24 23
12. ირაკლისი 19 5 7 7 15-20 22
13. პანიონიოსი 19 5 5 9 12-21 20
14. ასტერასი 19 4 7 8 13-19 19
15. პანსერაიკოსი 19 4 4 11 16-29 16
16. ლარისა 19 3 5 11 12-24 14

ბომბარდირები: 17 - ჯ. სისე (პანათინაიკოსი); 9 - მირალიაში (ოლიმპიაკოსი), ონვუაჩი (კავალა); 7 - ბლანკო (აეკ), პანტელიჩი (ოლიმპიაკოსი).

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული