მთავარი საკითხი, რა თქმა უნდა, ე.წ. ვალბუენას საქმე იყო. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველ მატიო ვალბუენას პირადი ხასიათის ვიდეოს გამოქვეყნებით აშანტაჟებდნენ, ხოლო ამ შანტაჟში მონაწილეობაზე ეჭვმიტანილი "რეალის" ფორვარდი ქარიმ ბენზემაა.
"ვალბუენა ამ საქმეში მსხვერპლია. ამიტომაც მას ეროვნულ გუნდში არანაირი პრობლემა არ შეექმნება. მას შეუძლია გუნდში თამაში. რაც შეეხება ბენზემას... ქარიმი კარგი ბიჭია, მაგრამ ცუდ გარემოცვაში გაიზარდა და ძველ მეგობრებს თავი ვერ დააღწია. ჩვენ გადავწყვიტეთ, ბენზემა საფრანგეთის ნაკრებს ჩამოვაშოროთ.
ქარიმ ბენზემა განუსაზღვრელი ვადით არის ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთილი და თუ ზაფხულამდე არაფერი შეიცვალა, ბენზემა ევრო 2016-ს გამოტოვებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"