ინფორმაციას ამის შესახებ Corriere Dello Sport-ი ავრცელებს.
ელ-შაარავი "მილანიდან" "მონაკოში" იჯარის წესით გადაბარგდა და იმ შემთხვევაში, თუ იტალიელი ფორვარდი სეზონში 25 შეხვედრაში მიიღებდა მონაწილეობას, ფრანგული გუნდი იძულებული გახდებოდა, ის 14 მილიონ ევროდ გამოესყიდა.
წყაროს ინფორმაციით, ფრანგული გუნდის ხელმძღვანელობამ იტალიელებს უკვე შეატყობინა, რომ ფეხბურთელის გამოსყიდვას არ აპირებენ. ამიტომ ადრიანო გალიანის ახლა ფორვარდისთვის სხვა გუნდის მოძებნა მოუწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზაფხულამდე მას სათადარიგოთა სკამზე ჯდომა მოუწევს: მისი ამჟამინდელი კლუბი არავითარ შემთხვევაში არ მისცემს ფეხბურთელს
რამდენიმე კლუბი მართლაც არის დაინტერესებული ელ-შაარავის შეძენით. ტურინის "იუვენტუსს" ძაძას შემცვლელად სწორედ იტალიელს მოიაზრებს. ტურინელთა გარდა, ფეხბურთელით "რომა", "ფიორენტინა" და "ჯენოა" ინტერესდებიან.