ლიგა 1. XX ტური: ჯაბა კანკავას "რეიმსი" გასავარდნ ზონას მიუახლოვდა

AutoSharing Option
10 იანვარს საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-20 ტურის 6 შეხვედრა გაიმართა.

ახლა "პარი სენ-ჟერმენის" უახლოესი "მდევარი" უკვე "ანჟერია", რომელიც "კაენთან" 2:0 გამარჯვების მერე, 20 ქულით ჩამორჩება ლორან ბლანის გუნდს.

"ლიონმა" "ტრუა" 4:1 გაანადგურა, აღსანიშნავია, რომ ანგარიში ალექსანდრ ლაკაზეტმა გახსნა. აი, "მონაკო" კი "გაზელეკ აიაჩოსთან" კინაღამ შერცხვა, 0:2-ს აგებდა და მხოლოდ მეორე ტაიმში შეძლო გათანაბრება - 2:2.

წააგო ჯაბა კანკავას "რეიმსმა", რომელიც უგებდა ერთ-ერთ აუტსაიდერ "ტულუზს", მაგრამ ბოლოს 1:3 დათმო, ჯაბამ 90 წუთი ითამაშა, "რეიმსი" კი მხოლოდ ქულით უსწრებს გასავარდნ ზონას.

ლიონი-ტრუა
4:1
გოლები: 1:0 ლაკაზეტი (18), 1:1 კამუსი (67), 2:1 ღეზალი (72), 3:1 ფერი (81), 4:1 ბოვიუ (91)

ანჟერი-კაენი 2:0
გოლები: 1:0 კაპელი (41), 2:0 კეტკეფომფონი (74)

მონაკო-გაზ. აიაჩო 2:2
გოლები: 0:1 ბუტაიბი (9), 0:2 ჩიბუმბუ (31), 1:2 ფაბინიო (51-პენ), 2:2 კარვალიო (73)

მონპელიე-ბორდო 0:1
გოლი: 0:1 შ. დიაბატე (16)

რეიმსი-ტულუზი 1:3
გოლები: 1:0 დევო (12), 1:1 ბენ იედერი (51), 1:2 ბენ იედერი (51), 1:3 ბენ იედერი (90)
გაძევება: დევო (79. რეიმსი)

რენი-ლორიანი 2:2
გოლები: 0:1 დიანე (4 ს. კ.), 0:2 უარისი (22), 1:2 ო. დემბელე (35), 2:2 ბოგა (41)

1. პსჟ - 54 ქულა; 2. ანჟერი - 34; 3. მონაკო - 33; 4. კაენი - 30; 5. ნიცა - 29.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული