ანხელ დი მარია საფრანგეთში დეკემბრის საუკეთესოდ დასახელდა

AutoSharing Option
ფრანგული პსჟ-ის არგენტინელი ნახევარმცველი ანხელ დი მარია ლიგა 1-ის დეკემბრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

არგენტინელმა ხმების 41% მოაგროვა. მისმა შვედმა პარტნიორმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ამავე გამოკითხვაში მესამე ადგილი (20%) დაიკავა, მათ შორის კი "ანჟერის" ნახევარმცველი ნდოიე მოექცა (39%).

გამოკითხვას საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაცია ატარებდა.

დეკემბერში დი მარიას ანგარიშზე 4 მატჩია, სადაც მან 2 გოლის და 4 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული