ზინედინ ზიდანი: საფრანგეთი ვერ დაკარგავს ისეთ ფეხბურთელს, როგორიც ბენზემაა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი დარწმუნებულია, რომ საფრანგეთის ნაკრებს აუცილებლად სჭირდება ქარიმ ბენზემა.

ზიდანის თქმით, ბენზემა დიდიე დეშამის კოლექტივს კარგად ეწყობა.

"საფრანგეთის ნაკრები ვერ დაკარგავს ისეთი დონის ფეხბურთელს, როგორიც ბენზემაა. გარდა იმისა, რომ მას ბრწყინვალედ ეხერხება გოლების გატანა, ასევე, მას შეუძლია ნებისმიერი გუნდის ნებისმიერ თანაგუნდელზე ითამაშოს. საკმარისია მის სტატისტიკას გადახედოთ და ყველაფერს მიხვდებით", - თქვა ზიდანმა.

შეგახსენებთ, რომ ბენზემა ინტიმური ვიდეოთი მატიე ვალბუენას შანტაჟში არის ეჭვმიტანილი. ამის გამო მას ეროვნულ ნაკრებში გამოსვლა აუკრძალეს.

მომზადებულია Rmcsport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული