ეზეკიელ ლავეცი კარიერას ჩინეთში გააგრძელებს

AutoSharing Option
ფრანგული პსჟ-ს არგენტინელი ფორვარდი ეზეკიელ ლავეცი კარიერას ჩინურ "შანხაი შენხუაში" გააგრძელებს.

ინფორმაციას ამის შესახებ L’Equipe ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, 30 წლის ფეხბურთელმა მიიღო ჩინური გუნდის შემოთავაზება, რის გამოც "მარსელთან" შეხვედრის გასამართად პარიზულ გუნდს არ გაჰყვა. ახლა ჯერი კლუბებზეა.

როგორც წყარო წერს, "შანხაიში" ლავეცი წელიწადში 10 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ლავეცის მოქმედი კონტრაქტი პსჟ-სთან მიმდინარე წლის ზაფხულს იწურება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული