პსჟ ედენ აზარში 100 მილიონ ევროს იხდის

AutoSharing Option
ფრანგული პსჟ-ის ხელმძღვანელობა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ლონდონის "ჩელსიდან" ედენ აზარის გადაბირებას შეეცდება.

ინფორმაციას ამის შესახებ Tmw ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, ფრანგული გუნდი მზადაა ბელგიელის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაიხადოს. შეგახსენებთ, რომ 25 წლის ფეხბურთელით ასევე მადრიდის "რეალი" ინტერესდება.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 22 შეხვედრაში აზარის ანგარიშზე მხოლოდ 3 საგოლე გადაცემაა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული