"სტად დე ფრანსი” ერთი სეზონით ”პსჟ”-ს საშინაო არენა გახდება

AutoSharing Option
მომავალ სეზონში "პსჟ"-მ შესაძლოა თავისი მეტოქეები "სტად დე ფრანსზე" მიიღოს. პარიზელთა საშინა არენას "პარკ დე ფრანსს" ნაწილობრივი რეკონსტრუქცია ელის და ამასთან დაკავშირებით კლუბი ერთი სეზონით ქვეყნის მთავარ არენაზე გადასვლას გეგმავს.

თუმცა თუ "პსჟ"-ს ხელმძღვანელობა "სტად დე ფრანსის" იჯარაზე მოლაპარაკება ვერ მოახერხებს, კლუბი საკუთარ არენაზე გააგრძელებს ასპარეზობას სამშენებლო სამუშაოები დროს, რომელიც მინიმუმ ათ თვეს გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ "სტად დე ფრანსზე" მეტოქეებს საფრანგეთის ნაკრები მასპინძლობს და ასევე სარაგბო მატჩები ტარდება.


მომზადებულია L'Equipe-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული