ლიგა 1. XXVII ტური: ჯაბა და კომპანია პსჟ-სთან ვერას გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
20 თებერვალს საფრანგეთის ლიგა 1-ის 27-ე ტურის 5 შეხვედრა გაიმართა.

ჯაბა კანკავამ და კომპანიამ ვერაფერი გააწყო "პარკ დე პრენსზე" ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და კომპანიასთან - 1:4. ქართველმა ნახევარმცველმა 90 წუთი გაატარა "რეიმსის" შემადგენლობაში. პსჟ-მ კი ზლატანის დუბლს, ვან დერ ვილისა და კავანის გოლები დაუმატა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მოიგო "მონაკომაც", რომელსაც მხოლოდ ფორმალურად შეიძლება ეწოდოს პსჟ-ს მდევარი, რადგან ერთპიროვნულ ლიდერს 24 ქულით ჩამორჩება.

პსჟ-რეიმსი 4:1
გოლები: 1:0 ვან დერ ვილი (12), 1:1 ონიანგე (34), 2:1 იბრაჰიმოვიჩი (43), 3:1 კავანი (45), 4:1 იბრაჰიმოვიჩი (68)

ანჟერი-მონპელიე 2:3
გოლები:
0:1 ბერიგო (2), 0:2 იატაბარე (7), 0:3 ს. კამარა (34), 1:3 ბუკა მუტუ (64), 2:3 კარანოვიჩი (90)

მონაკო-ტრუა 3:1
გოლები: 1:0 კარილიო (25), 2:0 კარილიო (37), 2:1 გიე (79), 3:1 მბაპე (90)

ლორიანი-გენგამი 4:3
გოლები: 0:1 სალიბური (3), 0:2 სალიბური (37), 1:2 უარისი (39), 2:2 ჟანო (48), 3:2 უარისი (49), 3:3 ბრიანი (59), 4:3 რ. გერეირო (90)

ტულუზი-გაზ. აიაჩო 1:1
გოლები: 0:1 მაი (59), 1:1 ბრაიტვაიტი (90)
გაძევება: სილა (79. გაზ. აიაჩო)

19 თებერვალი
ბორდო-ნიცა 0:0

21 თებერვალი
მარსელი-სენტ ეტიენი 17:00
კაენი-რენი 20:00
ლილი-ლიონი 00:00

1. პსჟ - 73 ქულა; 2. მონაკო - 49; 3. ნიცა - 41; 4. სტ. ეტიენი - 40; ლიონი - 39.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბოლოგოლი აშკარად აფსაიდი იყო
gela
15:57 21-02-2016
0

სიახლეები პოპულარული