ლიგა 1. XXVII ტური: პსჟ არავის ინდობს [VIDEO]

AutoSharing Option
პრინს ონიანგის გოლის მერე "რეიმსს" "პარკ დე პრენსზე" პატარა იმედი კი გაუჩნდა, მაგრამ "პარი სენ-ჟერმენმა" შესვენებაზეც არ გაუშვა მეტოქე გახარებული და თან ორი გოლი გააყოლა. მეორე ნახევარში კი ერთიც დაუმატა და მშვიდად მოიგო.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი მორიგი დუბლით კიდევ უფრო შორს, ძალიან შორს გაიქცა ბომბარდირთა დავაში, ისევე, როგორც პსჟ სატურნირო ცხრილში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
"რეიმსისთვის" კარგი მოხდა ის, რომ "ტულუზი"-"გაზელეკ აიაჩო" ფრედ დასრულდა. ამ ექვსქულიან შეხვედრაში სტუმრები ბოლო წამებამდე იგებდნენ, მაგრამ ტულუზელებმა გათანაბრება შეძლეს.

მატჩების მიწურულს ბევრი გოლი გავიდა. მაგალითად "ანჟერმაც" გაიტანა, მაგრამ
იქამდე გაშვებაც ბევრის მოასწრო და "მონპელიეს" ძვირფასი 3 ქულა გაატანა.

კარილიოს დუბლით წინ გაქცეულმა "მონაკომ" დიდი ხნის ჩამოწერილ "ტრუასთან" გაშვება მოახერხა და მონეგასკებმა ფანები გვარიანად ანერვიულეს, მაგრამ ბოლო წამებზე აქეთ შეაგდეს და დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვეს. ყველაზე ტრაგიკული გოლი კი ბოლო წუთზე "ლორიანისა" და "გენგამის" 7-გოლიან თრილერში გავიდა. ბრეტანულ დერბიში გენგამელები ჯერ 0:2-ს იგებდნენ, მერე 2:3-ს აგებდნენ, ხოლო ჯიმი ბრიანის გოლს, წესით, მათთვის ქულა უნდა მოეტანა, მაგრამ 22 წლის პორტუგალიელმა მცველმა რაფაელ გერეირომ თავისი მორიგი გოლი გაიტანა და თანაც, რა მნიშვნელოვანი.

"კაენი"-"რენის" თამაშზე იმის თქმაც კმარა, რომ მასპინძლებმა ბურუნდის დედაქალაქ ბუჟუმბურაში დაბადებული საიდი ნტიბაზონკიზას გოლით მოიგეს.

"ველოდრომზე" კი რომენების რომანი შედგა - როდესაც რომენ ამუმამ კევინ მონე-პაკეს გაატანინა და "სენტ ეტიენი" 85-ე წუთზე მე-60 წუთიდან მოყოლებული ათი კაცით მოთამაშე "მარსელთან" დაწინაურდა, თითქოს, "მწვანეებს" სამი ქულა ხელიდან აღარ უნდა გაეშვათ და მესამე ადგილზე უნდა გადასულიყვნენ, რაც "მარსელს" რეალურ შანსს უსპობდა სამეულისთვის ბრძოლისა.

თუმცა რომენ ალესანდრინიმ მიში ბატშუაის უპასა საგოლედ, ბელგიელმა მე-4 დამატებულ წუთზე გაათანაბრა. მიჩელის გუნდი მე-11 ადგილზე კი არის, მაგრამ მესამე ადგილს მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩება.

XXVII ტური
ბორდო-ნიცა 0:0

პსჟ-რეიმსი 4:1
გოლები: 1:0 ვან დერ ვილი (12), 1:1 ონიანგი (34), 2:1 იბრაჰიმოვიჩი (43), 3:1 კავანი (45), 4:1 იბრაჰიმოვიჩი (68)
პსჟ (4-3-3): ტრაპი - ვან დერ ვილი, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, კურზავა - ტიაგო მოტა (72. მარკინიოსი), რაბიო, ვერატი (46. მატუიდი) - დი მარია (40. ლუკასი), იბრაჰიმოვიჩი, კავანი

ანჟერი-მონპელიე 2:3
გოლები: 0:1 ბერიჟო (2), 0:2 იატაბარე (7), 0:3 კამარა (34), 1:2 ბუკა მუტუ (54), კარანოვიჩი (90+2)

მონაკო-ტრუა 3:1
გოლები: 1:0 კარილიო (25), 2:0 კარილიო (37), 2:1 გეიე (79), 3:1 მბაპე ლოტენი (90+3)
მონაკო (4-4-2): სუბაშიჩი - რაჯი, უოლასი, რ. კარვალიო, ელდერსონი - ტულალანი, ლემარი (86. ბალული), ელდერ კოშტა, ბაკაიოკო - კარილიო (90. ტრაორე), ვაგნერ ლავი (73. მბაპე ლოტენი)

ლორიანი-გენგამი 4:3
გოლები: 0:1 სალიბუ (3), 0:2 სალიბუ (37), 1:2 ვარისი (39), 2:2 ჟანო (48), 3:2 ვარისი (49), 3:3 ბრიანი (59), 4:3 რაფაელ გერეირო (90+3)

ტულუზი-გაზ. აიაჩო 1:1
გოლები: 0:1 მაი (59), 1:1 ბრეიტვეიტი (90+1)
გაძევება: სილია (79. გაზელეკ აიაჩო)

მარსელი-სტ. ეტიენი 1:1
გოლები: 0:1 მონე-პაკე (85), 1:1 ბატშუაი (90+4)
გაძევება: ნ’კულუ (60. მარსელი)

კაენი-რენი 1:0
გოლი: 1:0 ნტიბაზონკიზა (54)

ლილი-ლიონი 1:0

ბასტია-ნანტი გადაიდო

ბომბარდირები: 23 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 13 - მიში ბატშუაი (მარსელი); 12 - ბილე მუკანჯო (ლორიანი), ედინსონ კავანი (პსჟ); 11 - ატემ ბენ არფა (ნიცა); 10 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული