ლიგა 1. XXVIII ტური: ესეც პსჟ-ის პირველი მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
საფრანგეთში "პარი სენ-ჟერმენს" 2015 წლის 15 მარტის მერე არ წაეგო (მაშინ ჟირონდაში "ბორდოსთან" დამარცხდა - 2:3) და აი, ახლა, დაახლოებით ერთი წლის თავზე დადგა დღე, როდესაც პარიზელებმა მინდორი დამარცხებულების რანგში დატოვეს.

მართალია, სატურნირო კუთხით არაფერი იცვლება და ლორან ბლანის გუნდს 23-ქულიანი უპირატესობა აქვს, მაგრამ იცვლება ის, რომ დედაქალაქელები ჩემპიონები წაუგებლად ვეღარ გახდებიან.

საგმირო საქმე "ლიონმა" ჩაიდინა, რომელსაც დიდი მოტივაცია ჰქონდა - გამარჯვების შემთხვევაში, მესამე ადგილზე გადადიოდა - და ლიონელებმაც პირველივე ტაიმი მოიგეს - 2:0 და, როდესაც მეორე ნახევრის დებიუტში გაუშვეს,
ალბათ, ბევრი ანერვიულდა, ბევრმა ჩათვალა, რომ პსჟ მატჩს მოაბრუნებდა, მაგრამ ანგარიში ძალაში დარჩა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ლიონის" წისქვილზე კი წყალი "ბასტიამ" და "კაენმა" დაასხეს, რომლებმაც გასვლაზე მოუგეს, შესაბამისად, "ნიცასა" და "სენტ ეტიენს". ამით ნიცელებისა და "მწვანეების" საჩემპიონთალიგო ამბიციებს მორიგი ცივი შხაპი გადაესხა.

ცივი შხაპი ისეთი უნდა, "ტულუზმა" რომ მიიღო. როდესაც ეს გუნდი 78-ე წუთზე ძველმა ლიდერმა ვისამ ბენ იედერმა დააწინაურა, თითქოს, გამარჯვება ხელში ჰქონდათ და კლუბი უსაფრთხო ზონას მიუახლოვდებოდა, მაგრამ... "რენის" აკადემიის აღზრდილმა, 18 წლის უსმან დემბელემ გაიბრწყინა. მან ჯერ თავად შეაგდო 90-ე წუთზე, ხოლო 92-ეზე შეცვლაზე შესულ კამილ გროსიცკის გაატანინა.

ჯაბა კანკავას "რეიმსმა" "ბორდო" გაანადგურა და საგრძნობლად მოსწყდა გასავარდნ ზონას. ქართველმა ნახევარმცველმა ისევ შეუცვლელად ითამაშა.

კევინ ბერიჟოს მეორე სუნთქვა გაეხსნა და გოლი-გოლზე გააქვს. მისი "მონპელიეს" მორიგი მსხვერპლი კი "ლილი" გახდა. კიდევ ერთი "გამოღვიძებული" ფეხბურთელის, აბდულ მაჯიდ უარისის კინკილა გოლით "ლორიანმა" "ტრუას" აართვა 3 ქულა.

"ანჟერმა" "გენგამთან" საგარეო შეხვედრაში 10 კაცით გადაარჩინა ქულა. "ნანტმა" კი "მონაკოს" ვერც მოუგო, მაგრამ არც წააგო და წაუგებელი სერია 13 ტურამდე გაზარდა.

XXVIII ტური
ნიცა-ბასტია 0:2
გოლები: 0:1 დიალო (61), 0:2 აიიტე (64)
გაძევება: ბაისი (58. ნიცა)

მონპელიე-ლილი 3:0
გოლები: 1:0 ბერიჟო (52), 2:0 დაბო (60), 3:0 სკირი (86)

გენგამი-ანჟერი 2:2
გოლები: 0:1 კაპელი (30), 1:1 პრივატი (39), 2:1 ჟირესი (66-პენ.), 2:2 კეტკეოფომფონი (78-პენ.)
გაძევება: ნ’დოი (42. ანჟერი)

ტრუა-ლორიანი 0:1
გოლი: 0:1 უარისი (3)
გაძევება: კამიუ (90. ტრუა)

რეიმსი-ბორდო 4:1
გოლები: 1:0 მანდი (23), 2:0 ბიფუმა (34), 3:0 შარბონიე (67), 3:1 უნასი (69), 4:1 ბანგურა (89)

ტულუზი-რენი 1:2
გოლები: 1:0 ვისამ ბენ იედერი (78), 1:1 დემბელე (90), 1:2 გროსიცკი (90+2)

ნანტი-მონაკო 0:0
მონაკო (4-3-3): სუბაშიჩი - რაჯი, რ. კარვალიო, უოლასი, ელდერსონი - ფაბინიო, მოუტინიო, ტულალანი - ლოტენი (90. ბალული), ლემარი (73. ელდერ კოშტა), კარილიო (78. ვაგნერ ლავი)

სტ. ეტიენი-კაენი 1:2
გოლები: 0:1 დელორი (78), 0:2 როდელენი (82), 1:2 ესერიკი (90+1)

გაზ. აიაჩო-მარსელი გადაიდო

ლიონი-პსჟ 2:1
გოლები: 1:0 კორნიე (13), 2:0 დარდერი (45), 2:1 ლუკასი (51)
ლიონი (4-3-3): ლოპეში - რაფაელი (75. კემენი), იანგა-მბივა, მორელი, ბედიმო - ფერი, გონალონი, დარდერი (88. ლაბიდი) - გეზალი, კორნიე (84. კონე), ლაკაზეტი
პსჟ (4-3-3): ტრაპი - ვან დერ ვილი, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, მაქსველი - სტამბული (46. პასტორე), ტიაგო მოტა, რაბიო (78. მატუიდი) - ლუკასი, კავანი, იბრაჰიმოვიჩი

ბომბარდირები: 23 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 13 - მიში ბატშუაი (მარსელი); 12 - ბილე მუკანჯო (ლორიანი), ედინსონ კავანი (პსჟ); 11 - ატემ ბენ არფა (ნიცა); 10 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი), ენდი დელორი (კაენი); 9 - ვისამ ბენ იედერი (ტულუზი), ანხელ დი მარია (პსჟ).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული