ლიგა 1. XXIX ტური: კანკავას ზედიზედ მესამე მატჩი გაფრთხილების გარეშე [VIDEO]

AutoSharing Option
5 მარტს საფრანგეთის ლიგა 1-ის 29-ე ტურის 6 შეხვედრა გაიმართა.

ზედიზედ მეორე ტურია, პსჟ ვერ იგებს. შეიძლება ითქვას, რომ პარიზული კლუბი ცუდ ფორმაშია - ბოლო 4 ტურში პსჟ-მ მხოლოდ 5 ქულა აიღო. ახლა პსჟ შინ 0:0 დაუზავდა "მონპელიეს".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

0:2 დამარცხდა ჯაბა კანკავას "რეიმსი", რომელიც "ლილს" ესტუმრა და ბოლოსკენ 10 კაცით დარჩა. ჯაბამ 90 წუთი ითამაშა. ზედიზედ მესამე თამაშია, კანკავას გაფრთხილება არ მიუღია, "ლილთან" შეხვედრაში ის არც დაჯარიმებულა.

პსჟ-მონპელიე 0:0

ანჟერი-სენტ ეტიენი 0:0

ბორდო-გაზ. აიაჩო 1:1
გოლები: 1:0 დიაბატე (38-პენ), 1:1 ლარბი (89)

ლილი-რეიმსი 2:0
გოლები: 1:0 რ. ლოპეში (63), 2:0 ედერი (90)
გაძევება: დევო (85. რეიმსი)

ნიცა-ტრუა 2:1
გოლები: 1:0 ჟერმენი (12), 1:1 ჟანი (26), 2:1 მ. ტრაორე (72)

ბასტია-ლორიანი 0:0

4 მარტი
კაენი-მონაკო 2:2

6 მარტი
მარსელი-ტულუზი 17:00
რენი-ნანტი 20:00
ლიონი-გენგამი 00:00

1. პსჟ - 74 ქულა; 2. მონაკო - 51; 3. ნიცა - 44; 4. კაენი - 43; 5. ლიონი - 42.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული