ლიგა 1. XXIX ტური: პსჟ თამაშს შეეშვა [VIDEO]

AutoSharing Option
"მონაკო" ორჯერ უგებდა "კაენს" და მეორე პოზიციაზე ისევ 8-ქულიანი უპირატესობით კომფორტულად დარჩებოდა თავის ბუდეში, მაგრამ მონეგასკებმა ბოლოსკენ გაუშვეს გოლი და ორი ქულა დაკარგეს. ეს ტურის გამხსნელი და უხვგოლიანი მატჩი გახლდათ, მაგრამ სხვა გუნდებმა ასევე უხვგოლიანად ვერ გააგრძელეს...

გაგიკვირდებათ და, გოლი არ გასულა "პარკ დე პრენსზე", სადაც "პარი სენ-ჟერმენმა" რამდენიმე ვარსკვლავი კი დაასვენა, მაგრამ ლორან ბლანის გუნდი მაინც უპირობო ფავორიტი გახლდათ. თუმცა დედაქალაქელებმა მეტოქეს ქულა უსახსოვრეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ანჟერთან" მძიმე საგარეო თამაშში ოდენ ქულას დასჯერდა "სენტ ეტიენი". არადა, მომენტები ორივე გუნდს მრავლად
ჰქონდა. კონკურენტების წაბორძიკებით კი მშვენივრად ისარგებლა "ნიცამ".

სხვა გზა კლოდ პუელის გუნდს არც ჰქონდა, რადგან შინ გამოკვეთილ აუტსაიდერ "ტრუას" ხვდებოდა და თან წინა საშინაო ფიასკოს გათვალისწინებით, ფანები წარუმატებლობას აღარც აპატიებდნენ მას. ერთი კი არის, ნიცელებმა საკმაოდ იწვალეს. სასიხარულო გახლდათ ის, რომ ატემ ბენ არფას დაბრუნება შედგა, იგი შეცვლაზე შევიდა და "ნიცას" გამარჯვების გოლის გატანაში დაეხმარა.

წვალება ერქვა "ბორდოს" თამაშსაც "გაზელეკ აიაჩოსთან". ჟირონდელები ბოლო წამებამდე იგებდნენ და სხვა შანსებიდან ერთი მაინც რომ გამოეყენებინათ, ინტრიგასაც მოკლავდნენ, მაგრამ ჟირონდელებმა ეს ვერ შეძლეს, ხოლო კორსიკელთა ლიდერმა მოჰამედ ლარბიმ ისევ გამოიღვიძა და 89-ე წუთზე გატანილით თავისიანების ყულაბაში ქულა ჩააგდო, რაც კრიზისში მყოფ "გაზელეკს" ნამდვილად სჭირდებოდა.

უგოლო და მშვიდი ფრე დაფიქსირდა "ბასტიასა" და "ლორიანის" შეხვედრაში. ცხრილში მეზობლები გასავარდნ ზონას საკმაოდ უსწრებენ და სანერვიულო ნაკლებად აქვთ.

ჯერ საგანგაშო მდგომარეობა არც "რეიმსს" არ აქვს, მაგრამ "ლილთან" ჯაბა კანკავას გუნდის მარცხი მაინც არასასიამოვნო გახლდათ. თანაც, რეიმსელებს ერთ-ერთი ლიდერი დევო გაუძევეს და იგი გუნდს მომავალ თამაშშიც დააკლდება. ლილელები კი იმიტომ უნდა შევაქოთ, რომ ტრავმიანობის მიუხედავად, იძალეს.

ისევ გაილაღა "რენის" აკადემიის აღზრდილმა, 18 წლის უსმან დემბელემ, რომელიც ამჯერად ჰეთ თრიქით გამოირჩა და "რენს" "ნანტთან" შთამბეჭდავ მოგებაში (4:1) დაეხმარა. არადა, "იადონებს" 13-ტურიანი წაუგებელი სერია ჰქონდათ.

გასაჭირში მყოფ "ტულუზს" ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით და ლიდერ ვისამ ბენ იედერის გოლით, 3 ქულა მიჰქონდა "ველოდრომიდან", რითაც უსაფრთხო ზონასთან სხვაობას ცოტა ამცირებდა, მაგრამ "ლუკმაპური" და ჰაერივით საჭირო 3 ქულა ტულუზელებს სომალიამ წაართვა თავისი უიღბლო ავტოგოლით.

XXIX ტური
კაენი-მონაკო 2:2
გოლები: 0:1 ლემარი (56), 1:1 ფერე (64-პენ.), 1:2 იაჰია (69-ს.კ-ში), 2:2 კუაკუ (89)
მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი - ფაბინიო, უოლასი, რ. კარვალიო, ელდერსონი - მოუტინიო, ტულალანი - ბერნარდო სილვა (78. რაჯი), ლემარი (88. ლოტენი), ელდერ კოშტა - ტრაორე (81. კარილიო)

პსჟ-მონპელიე 0:0
პსჟ (4-3-3): ტრაპი - ვან დერ ვილი, მარკინიოსი, კიმპემბი, მაქსველი - ნკუნკუ (61. პასტორე), სტამბული, რაბიო - ლუკასი (77. ოგუსტენი), დი მარია (61. იბრაჰიმოვიჩი), კავანი

ანჟერი-სტ. ეტიენი 0:0

ბორდო-გაზ. აიაჩო 1:1
გოლები: 1:0 დიაბატე (38-პენ.), 1:1 ლარბი (89)

ლილი-რეიმსი 2:0
გოლები: 1:0 რონი ლოპეში (63), 2:0 ედერი (90+3)
გაძევება: დევო (83. რეიმსი)

ნიცა-ტრუა 2:1
გოლები: 1:0 ჟერმენი (12), 1:1 ჟანი (26), 2:1 ტრაორე (72)

ბასტია-ლორიანი 0:0

მარსელი-ტულუზი 1:1
გოლი: 0:1 ბენ იედერი (55)

რენი-ნანტი 4:1
გოლები: 1:0 დემბელე (1), 2:0 გროსიცკი (15), 3:0 დემბელე (23). 4:0 დემბელე (45), 4:1 ადრიანი (60)
გაძევება: სიო (67. რენი)

ლიონი-გენგამი 5:1
გოლები: 1:0 ღეზალი (3), 1:1 ერდინჩი (11), 2:1 ლაკაზეტი (17), 3:1 კორნე (35), 4:1 ლაკაზეტი (61), 5:1 ლემაიტრი (86 ს. კ.)

ბომბარდირები: 23 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 13 - მიში ბატშუაი (მარსელი); 12 - ბილე მუკანჯო (ლორიანი), ედინსონ კავანი (პსჟ), ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 11 - ატემ ბენ არფა (ნიცა); 10 - ენდი დელორი (კაენი), ვისამ ბენ იედერი (ტულუზი).

გადადებული მატჩები
9 მარტი:
ბასტია-ნანტი, გაზ. აიაჩო-მარსელი.

მომდევნო ტური
11 მარტი:
მონაკო-რეიმსი

12 მარტი:
ლორიანი-მარსელი, გენგამი-სტ. ეტიენი, გაზ. აიაჩო-კაენი, მონპელიე-ნიცა, ბასტია-ლილი, ტულუზა-ბორდო

13 მარტი:
ტრუა-პსჟ, ნანტი-ანჟერი, რენი-ლიონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული