ლიგა 1. XXX ტურის წინ: დიდი სიმჭიდროვე

AutoSharing Option
"რეიმსი" გასავარდნ ზონას 9 ქულით უსწრებს და თავს შედარებით მშვიდად გრძნობს. "ლუი მეორეზე" წაგება ტრაგედია არ იქნება, მაგრამ მაინც სასურველი იქნებოდა, თუ ჯაბა კანკავა და მისი მეგობრები "მონაკოსთან" არ დამარცხდებიან.

მონეგასკებს კი, რასაკვირველია, მოგება მართებთ, რომ მეორე პოზიციაზე ისევე კომფორტულად დარჩნენ, როგორც ამწუთას იმყოფებიან, თორემ მდევრებს არ სძინავთ. მდევრები კი ბევრნი არიან, ლიგა 1-ში ტრადიციული სიმჭიდროვეა.

მთავარი შეხვედრა ამ კუთხით "რუაზონზეა", სადაც "რენი" "ლიონს" დაუპირისპირდება. "ლომებმა" თავიანთი ტალღა ისევ დაიჭირეს და ბოლოს და ბოლოს, პსჟ-ის დამ
არცხება რად ღირს. უკანასკნელ პერიოდში არც როლან კურბისის კლუბი გამოიყურება ურიგოდ და ამიტომაც ამოიწიეს ბრეტანელებმა ასე.

ტრადიციულად სამეულისთვის მებრძოლი "სენტ ეტიენი" ასევე ბრეტანის მიწას ესტუმრება და "გენგამს" შეებმება, მაშინ, როდესაც ასევე მაღლა მყოფი "კაენი" ცუდად ათამაშებულ "გაზელეკ აიაჩოს" ეწვევა.

არ გამოგვრჩეს "ნიცა", თავგადასავლების კიდევ ერთი მაძიებელი, კლოდ პუელის ბიჭებიც გასვლაზე ითამაშებენ. მათი მეტოქე "მონპელიე" იქნება, რომელსაც 5 ტურია, არ წაუგია. ასე რომ, ნიცელებს მძიმე მატჩი ელით, მთავარ იარაღად კი ვალერი ჟერმენი იქნება და რაც მთავარია, ტრავმამოშუშებული ატემ ბენ არფა.

დაბოლოს, პროტოკოლისთვის აღვნიშნოთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე "ჩელსისთან" გამარჯვების მერე კარგ ხასიათზე მყოფი "პარი სენ-ჟერმენი" ბოლოადგილოსან "ტრუას" ხვდება... გაგრძელება აღარ ღირს.

11 მარტი
მონაკო-რეიმსი 23:30

12 მარტი
ლორიანი-მარსელი 20:00
გენგამი-სტ. ეტიენი 23:00
გაზ. აიაჩო-კაენი 23:00
მონპელიე-ნიცა 23:00
ბასტია-ლილი 23:00
ტულუზი-ბორდო 23:00

13 მარტი
ტრუა-პსჟ 17:00
ნანტი-ანჟერი 20:00
რენი-ლიონი 00:00

ბომბარდირები: 23 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 13 - მიში ბატშუაი (მარსელი); 12 - ბილე მუკანჯო (ლორიანი), ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი), ედინსონ კავანი (პსჟ); 11 - ატემ ბენ არფა (ნიცა); 10 - ენდი დელორი (კაენი), ვისამ ბენ იედერი (ტულუზი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული