ლიგა 1. XXXIII ტური: ზლატანი "ოქროს ბუცისთვის" ბრძოლაში დაწინაურდა [VIDEO]

AutoSharing Option
2 აპრილს საფრანგეთის ლიგა 1-ის 33-ე ტურის 6 შეხვედრა გაიმართა.

"პარი სენ-ჟერმენმა" 4:1 დაამარცხა "ნიცა", რომელიც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის. ჰეთ თრიკი შეასრულა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და მას 30 გოლი გაუხდა ამ სეზონში - ტოპ-5 ლიგებში ყველაზე მეტი. ის "ოქროს ბუცისთვის ბრძოლაში დაწინაურდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჯაბა კანკავა სათადარიგოთა სკამზე დატოვეს, მისი "რეიმსი" კი სტუმრად 1:3 დამარცხდა "რენთან". ამ შეხვედრაში რენელმა უსმან დემბელემ დუბლი შეასრულა.

პსჟ-ნიცა 4:1
გოლები: 1:0 იბრაჰიმოვიჩი (15), 1:1 ბენ არფა (18), 2:1 იბრაჰიმოვიჩი (34), 3:1 დ. ლუისი (48), 4:1
იბრაჰიმოჩი (82)

გენგამი-მონპელიე 2:2
გოლები: 1:0 სალიბური (5), 1:1 სანსონი (34), 2:1 სორბონი (47), 2:2 სანსონი (53)

ტრუა-ანჟერი 0:1
გოლი: 0:1 დიერსი (90)

გაზ. აიაჩო-სტ. ეტიენი 0:2
გოლები: 0:1 რუ (14), 0:2 თეოფილ კატერინი (58)

რენი-რეიმსი 3:1
გოლები: 1:0 გროსიცკი (12), 2:0 უ. დემბელე (15), 2:1 მანდი (59), 3:1 უ. დემბელე (67)

ტულუზი-კაენი 2:0
გოლები: 1:0 როდელენი (30 ს. კ.), 2:0 ბრაიტვაიტი (85)

პარასკევი. 1 აპრილი
მონაკო-ბორდო 1:2

კვირა. 3 აპრილი
ნანტი-ლილი 16:00
ბასტია-მარსელი 19:00
ლორიანი-ლიონი 23:00

1. პსჟ - 80 ქულა; 2. მონაკო - 55; 3. რენი - 51; 4. ნიცა - 50; 5. ლიონი - 49.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული