ბლანი: თამაშმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა

AutoSharing Option
ამხანაგურ მატჩში ბრაზილიის (1:0) დამარცხების შემდეგ საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა აღნიშნა, რომ თამაშმა ოპტიმიზმის საბაბი დატოვა, თუმცა ამავე დროს აღნიშნა, რომ დითირამბების სიმღერა ჯერ ადრეა.

"დეტალურ ანალიზს მოგვიანებით ჩავატარებთ, ახლა უბრალოდ შედეგით გავიხარებთ. მართალია, ტაიმზე მეტი ხნის განმავლობაში უმრავლესობაში ვიყავით (შეხვედრის 40-ე წუთზე ბრაზილიელებს ერნანესი გაუგდეს), მაგრამ ეს ჩვენს გამარჯვებას არანაირად არ აკნინებს.

ყოველთვის საინტერესოა შესაძლებლობები ასეთი მრისხანე მეტოქის ფონზე გამოსცადო. საერთო ჯამში, გუნდმა ამ მატჩში დავალება კარგად შეასრულა, მაგრამა რსებობს ხარვეზები, რომელზეც ვიმუშავებთ. კიდევ ერთხელ ვიტყვი: შეხვედრამ
დადებითი შთაბეჭდილება დატოვა", - თქვა ბლანმა.


მომზადებულია France Football-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული