13:21 30-04-2016
ლიგა 1. XXXVI ტური: იბრას დუბლი და პსჟ-ის რეკორდი [VIDEO]
AutoSharing Option
ამ გამარჯვებით პარიზულმა გუნდმა პირადი რეკორდი გააუმჯობესა ჩემპიონატში გამარჯვებების რაოდენობის მხრივ. მიმდინარე ლიგა 1-ში ეს პსჟ-ის 28-ე მოგებაა. პარიზელებმა წინა რეკორდი - 27 მოგება 2013/2014 წლების სეზონში დაამყარეს.
რაც შეეხება "სტად დე პრენსზე" გამართულ ბოლო შეხვედრას, უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ "რენს" გოლები მაქსველმა (50-ე წუთი), ზლატან იბრაჰიმოვიჩმა (დუბლი, 54, 78) და ედინსონ კავანიმ (90+1) გაუტანეს.
პსჟ სატურნირო ცხრილის სათავეში 89 ქულითაა, მას 30 ქულით ჩამორჩება მეორე ადგილოსანი "ლიონი".
თავის მატჩს დღეს ჩაატარებს საქართველოს ნაკრების კაპიტნის ჯაბა კანკავას გუნდი "რეიმსი", რომელიც შინ "მონპელიეს" მიიღებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული