წასვლაც ასეთი უნდა - ბლანმა შესაძლოა კომპენსაციის სახით 20 მლნ ევრო მიიღოს

AutoSharing Option
პსჟ-ის მთავარი მწვრთნელის, ლორან ბლანის აგენტმა ჟან-პიერ ბერნესმა დაადასტურა, რომ მისი კლიენტი საფრანგეთის ჩემპიონის რიგებს დატოვებს.

მიუხედავად ქვეყნის ჩემპიონობისა და საშინაო ასპარეზზე ორი თასისა, კლუბის პრზიდენტი უკმაყოფილოა, რომ გუნდმა ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგო.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში პსჟ მეოთხედფინალში "მანჩესტერ სიტიმ" გამოაგდო.

"კვირის ბოლოს პსჟ და ლორან ბლანი კონტრაქტს გაწყვეტენ. მოლაპარაკებას პსჟ-ის დირექტორებთან ვაწარმოებთ. არსებობს წესები, რომლებიც უნდა დაიცვა კონტრაქტის გაწყვეტის დროს. პარიზული კლუბი ამ წესებს პატივს სცემს", - თქვა ბერნესმა Europe 1-თან საუბარში.

პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პსჟ 50
წლის სპეციალისტს კონტრაქტის გაწყვეტის გამო კომპენსაციის სახით 20 მილიონ ევროს გადაუხდის.

შეგახსენებთ, რომ მხარეებმა ხელშეკრულება თებერვალში გააფორმეს, რომელიც 2018 წლამდე უნდა ყოფილიყო.

ლორან ბლანის სავარაუდო შემცვლელად უნაი ემერი სახელდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული