ფრანგული "ნიცას" ფორვარდი ჰატემ ბენ-არფა კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს.
პარიზულმა კლუბმა ფეხბურთელის ტრანსფერი დღეს გააოფიციალურა.
ფორვარდმა პარიზულ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხელფასის სახით კი თვეში 280 000 ევროს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ბენ-არფა პსჟ-ს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.