ლიგა 1. III ტური: "ლიონის" მოულოდნელი მარცხი

AutoSharing Option
27 აგვისტოს საფრანგეთის ლიგა 1-ის 6 შეხვედრა გაიმართა.

ტურის მოულოდნელობა დიჟონში დაფიქსირდა, სადაც ადგილობრივმა კლუბმა აქამდე შესანიშნავად მოასპარეზე "ლიონს" 4:2 მოიგო. ჩემპიონატის ბომბარდირმა ალექსანდრ ლაკაზეტმა ერთი გოლი მაინც გაიტანა და ახლა მის ანგარიშზე 6 გოლია.

აღსანიშნავია "გენგამის" კარგი სტარტი, რომელიც 7 ქულით "ნიცასთან" ერთად ლიდერია. პსჟ დღეს ტურის ცენტრალურ მატჩში "მონაკოს" ესტუმრება.

შაბათი. 27 აგვისტო
დიჟონი-ლიონი 4:2
გოლები: 0:1 ტოლისო (20), 1:1 სამარიტანო (24-პენ), 1:2 ლაკაზეტი (37), 2:2 ტავარეში (45), 3:2 ბაამბულა (73), 4:2 მელუ (88)

ნანსი-გენგამი
0:2
გოლები: 0:1 დიალო (59), 0:2 ჟირესი (79)

მონპელიე-რენი 1:1
გოლები: 1:0 კონგრე (22), 1:1 დიახაბი (64)

ნიცა-ლილი 1:1
გოლები: 1:0 კოზიელო (3), 1:1 ბერია (27)

კაენი-ბასტია 2:0
გოლები: 1:0 ფერე (64), 2:0 ბაზილე (90)

მეცი-ანჟერი 2:0
გოლები: 1:0 ფალეტი (42), 2:0 მილანი (89)

პარასკევი. 26 აგვისტო
მარსელი-ლორიანი 2:0

კვირა. 28 აგვისტო
ბორდო-ნანტი 17:00
სტ. ეტიენი-ტულუზი 19:00
მონაკო-პსჟ 22:45

1. გენგამი - 7 ქულა; 2. ნიცა - 7; 3. პსჟ - 6; 4. ლიონი - 6; 5. კაენი - 6.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული