01:10 17-09-2016
ლიგა 1. V ტური. ედისონ კავანიმ "კაენი" არ დაინდო [VIDEO]
AutoSharing Option
ანგარიში პარიზელებმა მე-12 წუთზე გახსნეს - თავი ედისონ კავანიმ გამოიჩინა. მალევე კავანიმ პოკერიც კი მიითვალა: მან მიყოლებით 23-ე, 38-ე და 45-ე წუთებზე გაიტანა. ტაიმი ასეც დასრულდა. მეორე ტაიმის 67-ე წუთზე ჯერ კავანის 4 გოლს კიდევ ერთი ლუკას მოურამ დაუმატა, შემდეგ კი 79-ე წუთზე აგუსტინის ჯერიც დადგა, რომლის გოლიც მასპინძელთა კარში ბოლო გამოდგა.
ამ 3 ქულით პსჟ-ს 10 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა, თუმცა შაბათ-კვირას თავის შეხვედრებს "მონაკო" და "ნიცა" გამართავენ, რომელსაც ასევე 10-10 ქულა აქვთ. ითამაშებენ 9 ქულის მქონე "მეცი" და "ბორდოც". რაც შეეხება "კაენს", ის 6 ქულით ცხრილში მეათეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული