ლიგა 1. V ტური. ედისონ კავანიმ "კაენი" არ დაინდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
16 სექტემბერს საფრანგეთის ლიგა 1-ს მე-5 ტურის ერთი შეხვედრა გაიმართა. პსჟ "კაენს" ესტუმრა და მეტოქე არ დაინდო - 6:0.

ანგარიში პარიზელებმა მე-12 წუთზე გახსნეს - თავი ედისონ კავანიმ გამოიჩინა. მალევე კავანიმ პოკერიც კი მიითვალა: მან მიყოლებით 23-ე, 38-ე და 45-ე წუთებზე გაიტანა. ტაიმი ასეც დასრულდა. მეორე ტაიმის 67-ე წუთზე ჯერ კავანის 4 გოლს კიდევ ერთი ლუკას მოურამ დაუმატა, შემდეგ კი 79-ე წუთზე აგუსტინის ჯერიც დადგა, რომლის გოლიც მასპინძელთა კარში ბოლო გამოდგა.

ამ 3 ქულით პსჟ-ს 10 ქულა დაუგროვდა და სატურნირო
ცხრილს სათავეში ჩაუდგა, თუმცა შაბათ-კვირას თავის შეხვედრებს "მონაკო" და "ნიცა" გამართავენ, რომელსაც ასევე 10-10 ქულა აქვთ. ითამაშებენ 9 ქულის მქონე "მეცი" და "ბორდოც". რაც შეეხება "კაენს", ის 6 ქულით ცხრილში მეათეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული