ლიგა 1. VII ტური: პსჟ-ს რაღაც სჭირს

AutoSharing Option
მარიო ბალოტელის გარეშე მოთამაშე "ნიცამ" მაინც მოიგო და კვლავ ლიდერია. იმარჯვა "ნიცას" მდევარმა "მონაკომაც", რომელსაც გამარჯვებაში ანჟერელი ფეხბურთელის ავტოგოლი დაეხმარა.

სამხრეთელთა შემდეგ მესამეზე უკვე "ტულუზია", რადგან ამ კლუბმა ტურის სენსაცია შემოგვთავაზა "პარი სენ-ჟერმენის" დამარცხებით. ბოდიგერისა და დურმაზის გოლებით "ტულუზმა" პსჟ-ს ამ სეზონში მეორე მარცხი აგემა.

უნაი ემერის გუნდმა თითქმის ტაიმი ითამაშა 10 კაცით. ბატეტიმბი გომისის პენალტმა "მარსელს" სეზონში მეორე გამარჯვება მოუტანა.

ტულუზი-პსჟ 2:0
გოლები: 1:0 ბოდიგერი (48-პენ), 2:0 დურმაზი (79)
პსჟ (4-3-3): არეოლა - ორიე, მარკინიოსი, ტ. სილვა, მაქსველი - რაბიო
(79. ოგუსტენი), კრიხოვიაკი, მატუიდი (70. ტ. მოტა) - ლუკასი (57. პასტორე), კავანი, დი მარია
გაძევება: ორიე (46)

ლორიანი-ლიონი 1:0
გოლი: 1:0 კაბო (51)

ბორდო-კაენი 0:0

მონპელიე-მეცი 0:1
გოლი: 0:1 ედრინჩი (45-პენ)

ბასტია-გენგამი 1:0
გოლი: 1:0 კრიველი (76)
გაძევება: მარკალი (38. გენგამი), კრიველი (79. ბასტია)

დიჟონი-რენი 3:0
გოლები: 1:0 დიონი (7), 2:0 მარი (19), 3:0 დიონი (78)

მონაკო-ანჟერი 2:1
გოლები: 0:1 დიედიუ (55), 1:1 გლიკი (66), 2:1 ნვაკაემე (76. ს. კ.)

სენტ ეტიენი-ლილი 3:1
გოლები: 1:0 ბერიჩი (63), 2:0 ნორდინი (72), 2:1სიველი (80), 3:1 რუ (92)
გაძევება: ბერია (43. ლილი)

ნანსი-ნიცა 0:1
გოლი: 0:1 პლი (60)

მარსელი-ნანტი 2:1
გოლები: 0:1 სალა (2), 1:1 ნ'ჯი (22), 2:1 გომისი (53-პენ)

ბომბარდირები: 6 - ედინსონ კავანი (პსჟ), მევლუთ ერდინჩი (მეცი); ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 5 - ბაფეტიმბი გომისი (მარსელი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რისთვის გაუშვეს ბლანი კაცმა ლიგის გარდა ყველაფერი მოიგო და მაგარი გუნდი ყავდა.
kika
09:02 27-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული