პიუელს კონტრაქტს არ გაუგრძელებენ

AutoSharing Option
"ლიონის" პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლასმა განაცხადა, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელ კლოდ პიუელთან კონტრაქტის გაგრძელებას არ აპირებს.

უთანხმოება პრეზიდენტსა და მწვრთნელს შორის სეზონის დასაწყისში წარმოიშვა, როდესაც ქვეყნის ჩემპიონატში "ლიონის" მორიგი წარუმატებლობის შემდეგ ოლასმა პიუელს ულტიმატუმი წაუყენა. სპეციალისტმა ეროვნულ ჩემპიონატში მდგომარეობა გამოასწორა და გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში გაიყვანა. თუმცა, როგორც ჩანს, პიუელმა ოლასის ნდობა საბოლოოდ დაკარგა. სპეციალისტის მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2012 წელს იწურება.

"კლოდ პიუელი ფიქრობს, რომ მასთან კონტრაქტს არ გავაგრძელებ და მართალიცაა. გარკვეულ გარემოებათა გამო მომავალში ჩვენი თანამშრომლობა შეუძლებელი ჩანს", - განაცხადა
ოლასმა.


მომზადებულია L'Equipe-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული