"რენი" "რეალის" ნორვეგიელი ტალანტის გადაბირებას ცდილობს

AutoSharing Option
ფრანგული "რენი" ცდილობს, მადრიდის "რეალიდან" ნორვეგიელი ტალანტი მარტინ ედეგორი გადაიბიროს, რომელსაც "სამეფო კლუბში" აშკარად ვერ აეწყო კარიერა.

წარსულში ცნობილი მცველი მიკაელ სილვესტრი ახლა "რენში" მუშაობს. სწორედ მან განაცხადა, რომ კლუბი ედეგორით დაინტერესებულია და შესაძლოა, ზამთარში ის იჯარით საფრანგეთში გადავიდეს.

17 წლის ედეგორს "რეალის" დუბლებში უწევს თამაში, რადგან ზინედინ ზიდანს ამ სეზონში მისი იმედი არ აქვს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული