რომელი იქნება რონალდინიოს შემდეგი გუნდი? - კლუბი მას პირად დაცვას ჰპირდება

AutoSharing Option
ცნობილმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდინიომ შესაძლოა სათამაშო კარიერა განაახლოს.

36 წლის მოთამაშე ახლოსაა იმასთან, რომ ბრაზილიური "კურიტიბას" ფეხბურთელი გახდეს. კლუბი მზადაა, რონალდინიოს თვეში 88 ათასი ევრო გადაუხადოს, აგარაკი და პირადი დაცვა დაუქირაოს.

ბრაზილიის ჩემპიონატის გასულ სეზონში "კურიტიბამ" სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ რონალდინიოს ბოლო კლუბი "ფლუმინენსე" იყო, რომელიც მან 2015 წლის სექტემბერში დატოვა.

მომზადებულია ESPN-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული