მუნდიალი 2018. სამხრეთი ამერიკა: ბრაზილიამ ურუგვაი ულამაზესი გოლებით დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
24 მარტს სამხრეთ ამერიკის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-13 ტურის მატჩები გაიმართა.

კოლუმბიამ მინიმალური ანგარიშით სძლია ბოლივიას. ერთადერთი გოლის ავტორი 83-ე წუთზე ხამეს როდრიგესი გახდა.

პარაგვაიმ ეკვადორი შინ ანგარიშით 2:1 დაამარცხა. მე-12 წუთზე ანგარიში ბრუნო ვალდესმა გახსნა, ხოლო 65-ე წუთზე ჯუნიორ ალონსომ უპირატესობა ორამდე გაზარდა. ერთი ბურთის გაქვითვა ფელიპე კაისედომ პენალტით 70-ე წუთზე შეძლო.

ბრაზილიამ სტუმრად გაანადგურა ურუგვაის ნაკრები. პირველი გოლი მე-9 წუთზე ედინსონ კავანიმ პენალტით გაიტანა, რის შემდეგაც ბრაზილიელებმა მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანეს.

აღსანიშნავია პაულინიოს ჰეთ-თრიქი. ბრაზილიელმა ფორვარდმა
პირველი გოლი შორეული დარტყმით გაიტანა, ხოლო ნეიმარმა მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და ისე შეაგდო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

არგენტინამ შინ ჩილეს ლიონელ მესის პენალტით სძლია - 1:0. ამ მოგების შემდეგ არგენტინა სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე გადავიდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ვენესუელასა და პერუს შორის შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

სამხრეთ ამერიკის საკვალიფიკაციო ეტაპის ცხრილს ბრაზილია ლიდერობს, შემდეგ კი ურუგვაი მოდის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული