არგენტინის ნაკრები - სამპაოლი თანახმაა?

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრები ცუდ დღეშია. "ალბისელესტეს" მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე მოხვედრის პრობლემა უდგას. მიუხედავად იმისა, რომ ედგარდო ბაუსას იმედით შეხვდნენ და ბევრმა მისი დანიშვნა ოპტიმალურ გადაწყვეტილებადაც ჩათვალა (გავიხსენოთ, რომ სწორედ ბაუსამ მოაბრუნა ნაკრებში ლიონელ მესი), დღევანდელი რეალობა სულ სხვაა - მუნდიალი არგენტინის ნაკრების გარეშე წარმოუდგენელია!

ამიტომაც დაფაცურდნენ არგენტინული ფეხბურთის "მამები" და ბაუსას შემცვლელის ძებნა დაიწყეს. რა თქმა უნდა, მათ სიაში უპირველესი კანდიდატურა დიეგო სიმეონე იყო, მაგრამ "ელ ჩოლომ" თავაზიანი უარი თქვა. ალბათ, იმ მოტივით, რომ 47 წლის სიმეონესთვის ნაადრევია შედარებით პასიურ
სანაკრებო სამუშაოზე გადართვა.

სერიოზული კანდიდატი იყო "სევილიის" მწვრთნელი ხორხე სამპაოლი, რომელმაც 2015 წელს ჩილეს ნაკრებს "კოპა ამერიკა" მოაგებინა, ახლა კი მისი ანდალუსიური სამწყსო ლა ლიგაში მე-4 ადგილზეა.

როგორც პოპულარული "მარკა" წერს, სანტა ფეში (არგენტინა) დაბადებულ 57 წლის "პროფესორთან" (სამპაოლის მეტსახელია) მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა - ის თანახმაა, სეზონის დასრულებისთანავე დატოვოს "სევილია" და "ალბისელესტეს" მიხედოს. ერთი ეგ არის, არგენტინის საფეხბურთო ასოციაციას "სევილიასთვის", კონტრაქტის გაწყვეტის საკომპენსაციოდ, 1,5 მილიონი ევრო ექნება გადასახდელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული