ამხანაგური მატჩის წინ: არგენტინა იკარდით, ბრაზილია ნეიმარის გარეშე

AutoSharing Option
9 ივნისს ავსტრალიის ქალაქ მელბურნში არგენტინისა და ბრაზილიის ნაკრებთა დაპირისპირება გველის.

არგენტინა
ყველაზე დიდი სიახლე ის არის, რომ, როგორც იქნა, ნაკრებში გამოიძახეს "ინტერის" ფორვარდი მაურო იკარდი. აქამდე მას მხოლოდ ერთი მატჩი აქვს ნათამაშები ნაკრებში, ისიც 4 წლის წინათ. არგენტინა 9 ივნისს მელბურნში ამხანაგურად გაეჯიბრება ბრაზილიას, ხოლო 13 ივნისს სინგაპურს ეწვევა.

მეკარეები: სერხიო რომერო, ნაუელ გუსმანი, ხერონიმო რული;

მცველები: ნიკოლას ოტამენდი, ხავიერ მასკერანო, ემანუელ მამანა, გაბრიელ მერკადო;

ნახევარმცველები: ედუარდო სალვიო, ლუკას ბილია, გიდო როდრიგესი, ლეონარდო პარედესი, ევერ ბანეგა, მანუელ ლანსინი, ანხელ
დი მარია;

თავდამსხმელები: ალეჰანდო გომესი, ხოაკინ კორეა, პაულო დიბალა, მაურო იკარდი, გონსალო იგუაინი, ლიონელ მესი.

ბრაზილია
ტიტემ არგენტინასთან მატჩისთვის ნაკრებში არ მიიწვია ნეიმარი. მან ეს იმით ახსნა, რომ "ბარსელონას" ვარსკვლავს დასვენება ესაჭიროება.

მეკარეები: დიეგო ალვეში, ვევერტონი, ედერსონი;

მცველები: დავიდ ლუისი, ჟილი, ჟემერსონი, როდრიგო კაიო, ტიაგო სილვა, ალექს სანდრო, ფაგნერი, ფილიპე ლუიში, რაფინია;

ნახევარმცველები: ფერნანდინიო, ჟულიანო, ლუკას ლიმა, პაულინიო, ფილიპე კოუტინიო, რენატო აუგუსტო, როდრიგინიო, ვილიანი;

თავდამსხმელები: დიეგო სოუზა, დუგლას კოშტა, გაბრიელ ჟესუსი, ტაისონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული