ლუკას ნარდი ტრადიციული არგენტინული კლუბის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი გახლდათ.
ვერონის გადაწყვეტილება მოჰყვა ნარდის მიერ სამი წლის წინათ, "ტვიტერში" დაწერილ სიტყვებს. მაშინ მან ნეგატიურად მოიხსენია არგენტინის ნაკრებისა და "ესტუდიანტესის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი კარლოს ბილარდო. არადა, ნარდი დღემდე ამტკიცებს, რომ ის სიტყვები მას არ დაუწერია.
"გადავწყვიტე, მას შემდეგ, რაც ამხელა აჟიოტაჟი ვიხილე, კლუბის პრეზიდენტთან შეთანხმებით, დავტოვო მთავარი მწვრთნელის პოსტი. ჩემს გადაწყვეტილებას ერთადერთი ახსნა აქვს
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ბილარდოს თაობაზე ეს სიტყვები მე არასოდეს დამიწერია. რას ვიზამთ, თუ ხალხს არ სჯერა ამის, მაშინ მრჩება ერთადერთი გამოსავალი - დაკავებული თანამდებობიდან წავიდე.
მინდა, წარმატება ვუსურვო მთელ "ესტუდიანტესს" და პირადად ვერონს, რომელიც ბოლომდე მენდო. ეს გუნდი მუდამ ჩემს გულში დარჩება", - თქვა ნარდიმ.
პრესკონფერენციის მსვლელობისას ვერონმა ცრემლები ვერ შეიკავა. მან თქვა, რომ ნარდი არის შესანიშნავი მწვრთნელი და ის ყოველივე საუკეთესოს ღირსია. გარდა ამისა, არგენტინული ფეხბურთის ლეგენდამ ისიც თქვა, რომ ყველაფერი "ესტუდიანტესის" მტრების მოწყობილი იყო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"