როგორ მოიყვანა ლეო მესიმ ცოლი [PHOTO]

AutoSharing Option
30 ივნისს არგენტინის ქალაქ როსარიოში "ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრების ფორვარდის, ლიონელ მესისა და მისი რჩეულის, ანტონელა როკუცოს ქორწილი გაიმართა.

ანტონელა და ლეო ბავშვობიდან იცნობენ ერთმანეთს, ხოლო 2008 წლიდან ერთად არიან. მათ უკვე ორი ვაჟი ჰყავთ, თუმცა ამბავი, რომელსაც მთელი არგენტინა ელოდა, მხოლოდ ახლა მოხდა - 30 წლის ლეო დაქორწინდა 29 წლის ანტონელაზე. სწორედ როსარიოში გაიზარდნენ ისინი, იქ გაიცნეს ერთმანეთი და, რა გასაკვირია, რომ ქორწილიც იქ გამართეს.

ქორწილი ქალაქის ერთ-ერთ საუკეთესო სასტუმროში გაიმართა, თუმცა სასტუმრო როსარიოს საშიშ უბანშია, რომელსაც პოლიცია თითქმის
ვერ აკონტროლებს. იქ ნარკობარონების სამყაროა. ამიტომაც მესიმ სტუმრების დაცვისთვის 200 ადამიანი დაიქირავა, ქალაქის აეროპორტიდან სასტუმრომდე კი 300 პოლიციელი პატრულირებდა. მესი როსარიოს საპატიო მოქალაქეა, ამიტომაც საქმეში ქალაქის მერიაც აქტიურად ჩაერთო. ეს სასტუმრო ზუსტად იმ რაიონშია, სადაც დაიბადა მესი.

ქორწილის ნახვა გულშემატკივრებს ქალაქში განლაგებულ ფართო ეკრანებზე შეეძლოთ. ქორწილში იყვნენ მესის ახლანდელი და ყოფილი თანაგუნდელები მეორე ნახევრებთან ან მეგობარ გოგონებთან ერთად. როსარიოში იყვნენ ნეიმარი, დანი ალვეში, ჩავი, სესკ ფაბრეგასი, ჟერარდ პიკე, ბუსკეტსი, ალბა, კარლეს პუიოლი, ეტო'ო და სხვები.

მიწვეულთაგან სხვადასხვა მიზეზით ქორწილში ვერ წავიდნენ ანდრე გომეში, დენის სუარესი, მარკ ანდრე ტერ შტეგენი, ანდრეს ინიესტა, რონალდინიო...

ცერემონიალი ადგილობრივი დროით 19 საათზე დაიწყო. ლეო, ანტონელა და პატარა ტიაგო საკურთხეველთან მივიდნენ და წყვილის ურთიერთობამ კანონიერი სახე მიიღო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული