ოსორიომ მსაჯებს შეურაცხყოფა 2 ივლისს კონფედერაციის თასის მესამე ადგილისთვის მატჩში მიაყენა, სადაც მისი გუნდი პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს ეპაექრებოდა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კოლუმბიელმა მსაჯების მიმართ აგრესიული განწყობა გამოავლინა.
"გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს დაუყოვნებლივ" - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
როგორც იცით, მექსიკის ეროვნულმა ნაკრებმა მესამე ადგილისთვის მატჩი მოსკოვში პორტუგალიასთან ანგარიშით 1-2 დათმო, გადამწყვეტი გოლი ჩრდილოამერიკელებმა მატჩის 90-ე წუთზე პენალტიდან მიიღეს, რის შედეგადაც მედლის გარეშე დარჩნენ.