რობერტო კარლოსი მამა მეცხრედ გახდა

AutoSharing Option
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რობერტო კარლოსი შვილებით საფეხბურთო გუნდის შექმნას განაგრძობს. მას მიზნის მიღწევამდე მხოლოდ 2 შვილი აშორებს.

კარლოსის მეუღლემ, მარიანამ გუშინ იმშობიარა. ახალშობილს, რომელიც წყვილისთვის მე-2 შვილია, მარინა დაარქვეს.

კარლოსს 2 შვილი ამჟამინდელი მეუღლისგან ჰყავს, სულ კი, მისი მონაგარი 9 შვილს, 4 ბიჭსა და 5 გოგოს ითვლის.
სიახლეები პოპულარული