"შვებულებაში ბევრჯერ დამარცხებული წავსულვარ, ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა" - მესი

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების "ათიან" ლიონელ მესის განსაკუთრებული კოპა ამერიკა ჰქონდა, რომელიც ტიტულით დააგვირგვინა. "ბარსელონას" ფეხბურთელმა ტურნირზე 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეარულა.

გამარჯვების შემდეგ, სუპერვარსკვლავი ემოციებს ვერ მალავდა:

"მრავალი წლის განმავლობაში ამ ჯილდოსთან ახლოს ვიყავით და ვიცოდი, ერთხელაც ყველაფერი ასე დასრულდებოდა. მადლობა ღმერთს ამ მომენტის ჩუქებისთვის.

ბედნიერება, რომელსაც ვგრძნობ, ძალიან ამაღელვებელია. მოედანი არაერთხელ სევდიანს დამიტოვებია, ახლა კი ყველა ოცნება  ასრულდა. პირველ რიგში, მადლობა ჩემს გუნდს ყველაფრისთვის.

ამ გამარჯვებას ჩემს ოჯახს ვუძღვნი. ჩვენ შვებულებაში ბევრჯერ მოწყენილი  და დამარცხებული წავსულვართ, ამჯერად
კი ყველაფერი სხვაგვარადაა.

მე დიდი ნდობა მაქვს ჩვენი გუნდის მიმართ, რომელიც წინა კოპა ამერიკის შემდეგ ძალიან გაიზარდა.

მრავალი დღის განმავლობაში იზოლაციაში ვიყავით და მიზნისკენ მივიწევდით. საბოლოოდ,  ყველაფერი მშვენივრად დასრულდა."

შეგახსენებთ, კოპა ამერიკის ფინალში ჩილეს ნაკრებთან დამარცხების შემდეგ,მესიმ სანაკრებო კარიერის დასრულებაზეც გამოაცხადა, მაგრამ მოგვიანებით, გადაწყვეტილება შეცვალა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით




altმესიმ არგენტინის ნაკრებთან ერთად პირველი ტიტული მოიგო [VIDEO]




მკითხველის კომენტარები / 4 /
მსოფლიოს თასიც ალალია მასზე გაისად. ამ კაცმა ეპოქა შექმნა და ტიტულებიც ეკუთვნის. ისევე როგორც რონალდოს. სხვები ჯერ მაგ დონეზე არ არიან ინდივიდუალურად და გუნდურობა კი აჩვენა იტალიამ ყველას.
ქართველი
12 ივლისი 2021 15:25
0
ისეთი მონდომებული იყო ლეო, თანაც მაგარი მუხტი გადასდო ნაკრების ბიჭებსაც, რომ ნამდვილად ეს შედეგი დაიდებოდა. ვულოცავთ!
მამუკა
12 ივლისი 2021 13:40
0
ვულოცავ ჩემს საყვარელ ფეხბურთელს ლეო მესის და მთლიანად არგენტინის ნაკრებს, ამ დიდებულ გამარჯვებას! როგორც იქნა მესიმ ასწია, მონატრებული თასი! სიამაყის გრძნობა გეუფლება როცა ხედავ, თუ როგორ უყვართ მსოფლიოში ლეგენდა, ყველა ხარობდა და ქუჩაში გამოსულებიც კი სკანდირებდნენ, მესის შეძახილებით. მადლობა ყველას!
ერთგული გულშემატკივარი, ნონა.
12 ივლისი 2021 12:43
0
ვულოცავთ არგენტინის ნაკრებს, ლეო მესის მეთაურობით, დამსახურებულ გამარჯვებას! ყოჩაღ დი მარიას, არ ვუკარგავთ, გამარჯვების გოლს! რაც შეეხება ლეო მესის როგორც სკალონემ სთქვა, მტკივანი ფეხით თამაშობდა და ამიტომაც ვერ აჩვენა ის თამაში რითიც გვიყვარს მესი. ვხარობ და ბედნიერი ვარ, რომ როგორც იქნა ლეო მესიმ მოიპოვა პირველი სანაკრებო ტიტული!
ყოჩაღთ არგენტინის ნაკრებს!
12 ივლისი 2021 12:03
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული