ურუგვაის ფეხბურთელთა ნაკრების განაცხადი ოლიმპიადისთვის ცნობილია

AutoSharing Option
ურუგვაის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოსკარ ტაბარესმა საბოლოო განაცხადში მოხვედრილი 17 ფეხბურთელის ვინაობა ამცნო საზოგადოებას.

უმრავლესობა ადგილობრივ ჩემპიონატში გამოდის, თუმცა "სელესტემ" ევროპული გრანდებიდან სერიოზული შევსება მიიღო.

"ლივერპულმა" სამხრეთამერიკელებს ორი ფეხბურთელი დაუთმო - ლუის სუარესი და სებასტიან კოატესი.

ტაბარესის განკარგულებაში იქნება ასევე "ნაპოლის" სუპერფორვარდი ედინსონ კავანი. ჯგუფურ ეტაპზე ურუგვაელებს დიდი ბრიტანეთის, სენეგალისა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების წინააღმდეგ მოუწევთ ბრძოლა.

მე-18 ფეხბურთელის ვინაობას გუნდის თავკაცი რამდენიმე დღეში დაასახელებს.

შემადგენლობა ჯერჯერობით ასე გამოიყურება:

მეკარეები
: მარტინ კამპანა (სერო ლარგო), ლეანდრო გელპი (პენიაროლი)
მცველები: მატიას აგირეგარაი
(პალერმო), ემილიანო ალბინი (პენიაროლი), რამონ არიასი (დეფენსორ სპორტინგი), სებასტიან კოატესი (ლივერპული), დიეგო პოლენტა (ბარი), ალექსის როლინი (ნასიონალი)
ნახევარმცველები: მაქსიმილიანო კალსადა (ნასიონალი), ნიკოლას ლოდეირო (ბოტაფოგო), გასტონ რამირესი (ბოლონია), ედიგიო არევალდო რიოსი (პალერმო), ჯონათან ურუეტავისკაია (ვიტორია გიმარაეში), ტაბარე ვიუდესი (ნასიონალი)
თავდამსხმელი: ედინსონ კავანი (ნაპოლი), ლუის სუარესი (ლივერპული), აბელ ერნანდესი (პალერმო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული