პელე შეშფოთებულია

AutoSharing Option
ბრაზილიელმა ლეგენდამ 2014 წლის ჩემპიონატისთვის ქვეყნის მზადების ტემპის გამო შეშფოთება გამოთქვა.

მოგეხსენებათ, ბრაზილია მუნდიალის გარდა, 2016 წელს ოლიმპიურ თამაშებსაც უმასპინძლებს, მაგრამ ამ მომენტისთვის ბევრი სტადიონის მშენებლობა გრაფიკს ჩამორჩება. პელეს თქმით, გარდა სტადიონებისა, ასევე სხვა პრობლემებიც არსებობს.

"მთავარი, რა თქმა უნდა, სტადიონების მშენებლობაა. სამწუხაროდ, ამ მხრივ იდეალურად საქმე ნამდვილად არ გვაქვს, რადგან ბევრი არენის მშენებლობა ჩამორჩება წინასწარ შედგენილ გრაფიკს" - განუცხადა პელემ "გლობო ესპორტეს".

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი საორგანიზაციო კომიტეტში პირადად ქვეყნის პრეზიდენტმა დილმა რუსოფმა მიიწვია.

ისევ პელეს მოვუსმინოთ: "ტურნირის ორგანიზების მხრივ
არანაირი პრობლემა არ იქნება; სამაგიეროდ, მოსაწესრიგებელია სტადიონების, სასტუმროების, აეროპორტების მშენებლობის და რეკონსტრუქციის განრიგი, რადგან თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი აგვიანებს.

ბრაზილიისთვის მუნდიალს და ოლიმპიურ თამაშებს დიდი მნიშვნელობა აქვს და მათი მასპინძლობა დიდი პასუხისმგებლობაა. მოდით, ერთად დავუმტკიცოთ ყველას, რომ ძლიერნი არა მარტო საფეხბურთო მოედანზე, არამედ მის მიღმაც ვართ".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული