ნეიმარი და კაკა ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში ერაყთან და იაპონიასთან ამხანაგური მატჩებისთვის არიან გამოძახებულნი.
30 წლის კაკას ბრაზილიის ნაკრებში 2010 წლის შემდეგ არ უთამაშია, თუმცა ახლა ამხანაგურ შეხვედრებში თავის გამოჩენის საშუალება მიეცა.
"კაკა ლეგენდაა. მან ნაკრებში მრავალი წელი გაატარა და იმედი მაქვს, ერთად კიდევ ვითამაშებთ.
ეს მნიშვნელოვანია, რადგან კაკა ბრაზილიელი ფეხბურთელების ახლანდელი თაობისთვის სამაგალითოა", - თქვა ნეიმარმა.