არგენტინა. ტორნეო ინისიალი. XI ტური: თითქმის უგოლო ტური

AutoSharing Option
ამ ტურში, ბრაზილიის მსგავსად, არგენტინაშიც ლიდერთა დაპირისპირება უნდა გამართულიყო - მეორე ადგილზე მყოფი "რასინგი", ჯერ კიდევ დაუმარცხებელ "ნიუელს ოლდ ბოისს" მასპინძლობდა.

განსხვავებით სერია A-სგან, არგენტინის ჩემპიონატის ლიდერთა მატჩი მოსაწყენი გამოდგა.

მასპინძელთა თავკაცმა ლუის სუბელდიამ ძირითადში არც მაურო კამორანეზი დააყენა და არც ხოსე სანდი, სტუმრებს კი ტრავმების გამო მაქსი როდრიგესი და მაურისიო სპერდუტი არ ჰყავდათ.

მატჩი ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, შესაბამისად ეს ფეხბურთელთა მოქმედებეზეც აისახა: ბევრი იყო ბრძოლა და უხეშობა, რაც საბოლოდ უამრავ ყვითელ ბარათში გამოისახა. ხერარდო მარტინო, მოპოვებული ქულით,
უკმაყოფილი არ დარჩენილია - მისი გუნდი კვლავ დაუმარცხებელია და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ისევ ლიდერობს.

"რასინგმა" მეორე პოზიცია შეინარჩუნა, რადგან მისმა კონკურენტმა "ბელგრანომ" სტუმრად "ოლ ბოისთან" წააგო და 5-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.

მესამე ადგილზე კი "ველესი" გადავიდა, რომელმაც სტუმრად "ტიგრეს", ბოლო წუთებზე გატანილი გოლით მოუგო. არადა სტუმრები 69-ე წუთიდან მოყოლებული კაცნაკლულნი იყვნენ, თუმცა როდოლფო არუაბარენას "ტიგრემ" ვერც ამით ისარგებლა და "ვეფხები" კვლავ მოგების გარეშე არიან.

ამ ტურის შემდეგ, არგენტინაში პირზე ყველას ერთი მატჩი აკერია - მომავალ კვირას ხომ "რივერ პლეიტი"-"ბოკა ხუნიორსის" დაპირისპირებაა დაგეგმილი.

"რივერი" ძალიან კარგ ფორმაში იყო და ბოლო ორი შეხვედრა 5:0 ჰქონდა მოგებული, მაგრამ სანაკრებო პაუზამ, როგორც ჩანს, გუნდზე ცუდად იმოქმედა და "ლოს მილიონარიოსი" ამ ტურში "კილმესთან" დამარცხდა.

საინტერესოა, რომ "კილმესმა" მანამდე, კერძოდ კი პირველივე ტურში, "ბოკასაც" მოუგო.

"ბოკამ" არ წააგო, მაგრამ საშინაო ფრე "ესტუდიანტესთან" წარმატებად ვერ ჩაითვლება. ხულიო სესარ ფალსიონის გუნდს უკვე 4 თამაშია არ მოუგია, რაც "ბოკასთვის" კატასტროფული შედეგია. დიეგო მარადონას ყოფილი კლუბი "ნიუელსს" ისევ 5 ქულით ჩამორჩება.

ამ ტურის შემდეგ, ცვლილებები მოხდა გასავარდნ ზონაში, რომელიც "კილმესმა" დატოვა, ხოლო იქ მისი ადგილი "სან ლორენსომ" დაიკავა, თანაც მას "ინდეპენდიენტემაც" გაუსწრო, ვინც ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო.

არადა ამ სამი შეხვედრის მოგებამდე, "ინდეპენდიენტეს" 15-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა და ბევრს ეს გუნდი უკვე გამოტირებული ჰყავდა. როგორც ჩანს, ამერიკო გალიეგომ, ლიბერტადორესის თასის 7-გზის მფლობელი საბოლოოდ გამოაცოცხლა.

არგენტინა. ტორნეო ინისიალი. XI ტური:
არსენალი-კოლონი 2:0
გოლები: 1:0 ლისანდრო ლოპესი (45), 2:0 ხ. ორტისი (90).

არ. ხუნიორსი-ინდეპენ. 0:1
გოლი: 0:1 ველასკესი (67).

ოლ ბოისი-ბელგრანო 1:0
გოლი: 1:0 მატოსი (66).

უნიონი-სან მარტინი 1:2
გოლები: 0:1 ბოგადო (38), 0:2 ოსორიო ბოტელიო (45), 1:2 ლანდა (90-საკ. კარში).

გოდოი-სან ლორენსო 0:0

ტიგრე-ველესი 0:1
გოლი: 0:1 ა. კაბრალი (84).

რასინგი-ნიუელსი 0:0

კილმესი-რივერი 1:0
გოლი: 1:0 კაუტერუკიო (60).

ატლ. რაფაელა-ლანუსი 1:2
გოლები: 0:1 გოლტცი (40), 0:2 კ. არაუხო (76), 1:2 გრაცინი (77).

ბოკა-ესტუდიანტესი 0:0

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ნიუელსი 11 6 5 0 11-4 23
2. რასინგი 11 6 3 2 15-5 21
3. ველესი 11 6 2 3 15-9 20
4. ბელგრანო 11 5 4 2 13-8 19
5. ბოკა 11 5 3 3 14-14 18
6. ლანუსი 11 5 2 4 12-7 17
7. ესტუდიანტესი 11 5 2 4 9-9 17
8. გოდოი კრუსი 11 5 2 4 9-12 17
9. რივერი 11 4 3 4 19-12 15
10. კოლონი 11 4 3 4 15-15 15
11. არსენალი 11 4 3 4 9-14 15
12. კილმესი 11 3 5 3 11-12 14
13. სან მარტინი 11 4 1 6 15-15 13
14. ატლ. რაფაელა 11 3 4 4 14-14 13
15. ოლ ბოისი 11 3 4 4 14-15 13
16. ინდეპენდიენტე 11 3 4 4 9-11 13
17. არ. ხუნიორსი 11 3 4 4 13-18 13
18. სან ლორენსო 11 2 5 4 6-11 11
19. ტიგრე 11 0 6 5 9-17 6
20. უნიონი 11 0 3 8 9-19 3

ბომბარდირები:
6 - ბორგელიო (ოლ ბოისი), კაუტერუკიო (კილმესი), სკოკო (ნიუელსი); 5 - კარინიანო (ატლეტიკო რაფაელა), როხელიო ფუნეს მორი (რივერ პლეიტი), ოსორიო ბოტელიო (სან მარტინი).

სარელეგაციო ცხრილი
ა გ თ ქ საშ.
15. ატლ. რაფაელა 49 63 1.286
16. კილმესი 11 14 1.273
17. სან მარტინი 49 61 1.245
18. ინდეპენდიენტე 87 103 1.184
19. სან ლორენსო 87 102 1.172
20. უნიონი 49 53 1.082

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული