ალეხანდრო საბელიამ არგენტინის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრებს 14 ნოემბერს საუდის არაბეთის ეროვნულ გუნდთან ამხანაგური შეხვედრა ელის.

ალეხანდრო საბელიამ 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელს ვხედავთ.

"ალბისელესტეს" რიგებში კვლავ ვერ მოხვდნენ ესეკილ ლავეცი, ხავიერ პასტორე, ესტებან კამბიასო, დიეგო მილიტო, კარლოს ტევესი და სხვები. სამაგიეროდ, საბელიამ "ლიონის" მცველი ლუსიანო ფაბიან მონსონი, "ვალენსიას" ნახევარმცველი ალბერტო "ტინო" კოსტა და "უიგანის" ფორვარდი ფრანკო დი სანტო გამოიძახა.

ტინო კოსტას ნაკრებში ერთი მატჩი აქვს ჩატარებული. ისიც ე.წ. გუნდი უფრო იყო, ვიდრე ეროვნული ნაკრები. ვნახოთ, ამჯერად მაინც თუ მოახერხებს "ვალენსიას" ნახევარმცველი "ალბისელესტეში"
თავის გამოჩენას.

ყველაზე დიდ გაკვირვებას ფრანკო დი სანტოს გამოძახება იწვევს. ახალგაზრდა მოთამაშე 21-წლამდელთა ნაკრებში ძალიან კარგად ასპარეზობდა, მაგრამ ეროვნულში ჯერ არ უთამაშია. ამ სეზონში 23 წლის დი სანტომ პრემიერლიგაში 3 გოლი გაიტანა (8 თამაშში).

ეროვნულ გუნდში დებიუტის შანსი კრისტიან ალვარესსაც აქვს. "ესპანიოლის" მეკარემ და კაპიტანმა ნაკრებში მიწვევა დამაჯერებელი და კარგი თამაშით დაიმსახურა.

სიაში ასევე მოხვდნენ: ლისაბონის "სპორტინგის" საყრდენი ფაბიან რინაუდო (ნაკრებში 4 თამაში), მილანის "ინტერის" ნახევარმცველი რიკი ალვარესი (3 თამაში) და "სელტას" შემტევი ნახევარმცველი აუგუსტო ფერნანდესი (2 თამაში).

სრული სია ასე გამოიყურება:
მეკარეები: სერხიო რომერო (სამპდორია), მარიანო ანდუხარი (კატანია), კრისტიან ალვარესი (ესპანიოლი).
მცველები: ფაბრისიო კოლოჩინი (ნიუკასლი), პაბლო საბალეტა (მანჩესტერ სიტი), ფედერიკო ფერნანდესი (ნაპოლი), მარკოს როხო (სპორტინგი), ესეკილ გარაი (ბენფიკა), უგო კამპანიარო (ნაპოლი), ლუსიანო მონსონი (ლიონი).
ნახევარმცველები: ხავიერ მასკერანო (ბარსელონა), ფერნანდო გაგო (ვალენსია), ანხელ დი მარია (რეალი), ენცო პერესი (ბენფიკა), ედუარდო სალვიო (ბენფიკა), ფაბიან რინაუდო (სპორტინგი), რიკი ალვარესი (ინტერი), აუგუსტო ფერნანდესი (სელტა), ტინო კოსტა (ვალენსია).
თავდამსხმელები: ლიონელ მესი (ბარსელონა), გონსალო იგუაინი (რეალი), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), ფრანკო დი სანტო (უიგანი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული